Şirvanşahlar sarayı

( შირვანშაჰების სასახლე )

შირვანშაჰების სასახლე ბაქოში (აზერ. Şirvanşahlar sarayı) — შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. დეკორი ძუნწია. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია.

სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში. სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში.

ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს .

1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი. 2000 წელს, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი, ქალაქის ისტორიული ნაწილისა და ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდ...დაწვრილებით

შირვანშაჰების სასახლე ბაქოში (აზერ. Şirvanşahlar sarayı) — შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. დეკორი ძუნწია. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია.

სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში. სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში.

ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს .

1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი. 2000 წელს, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი, ქალაქის ისტორიული ნაწილისა და ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დღეს შირვანშაჰების სასახლე აზერბაიჯანის არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება.

Photographies by:
Diego Delso - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
442
Statistics: Rank
329423

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
371865429Click/tap this sequence: 1231
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შირვანშაჰების სასახლე ?

Booking.com

What can you do near შირვანშაჰების სასახლე ?

8.836.571 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 4.025 visits today.