Azerbaijan Carpet Museum
( აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი )აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი — ხალიჩის მუზეუმი ქალაქ ბაქოში. დაარსდა 1967 წელს. იგი იქცა მსოფლიოში პირველ სპეციალიზირებულ მუზეუმად, რომლის ფუნქციაშიც შედის ხალიჩების შეგროვება, შენახვა და მათი შესწავლა. მისი პირველი ექსპოზიცია გახსნილი იქნა 1972 წელს ჯუმა-მეჩეთში, ქალაქ ბაქოს ძველი ციხე-სიმაგრის — იჩერი-შეჰერის ტერიტორიაზე. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნულ კულტურის მარგალიტს. აქ ხდება ხალიჩების დემონსტრაცია აზერბაიჯანის ტრადიციული ხელოვნების დარგებთან სიმბიოზში. მისი კოლექცია ითვლის ხალიჩების, ტანისამოსის, ნაქარგების, სპილენძის მჭედლური საგნების, საიუველირო ნაწარმებისა, ხის და შუშის თანამედროვე ნაკეთობების 14 000 ეგზემპლარს. მუზეუმი იმავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანის ხალიჩების შესწავლისა და განვითარების ცენტრს. მუზეუმი მონაწილეობდა აზერბაიჯანული ხალიჩებისადმი მიძღვნილ რიგ საერთაშორისო სიმპოზიუმში. პირველი ასეთი სიმპოზიუმი ჩატარდა 1983 წელს იუნესკოს ეგიდით. შემდგომი სიმპოზიუმები ჩატარდა 1988, 2003 და 2007 წლებში; ბოლო სიმპოზიუმი ჩატარდა პარიზში — იუნესკოს შტაბ-ბინ...დაწვრილებით
აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი — ხალიჩის მუზეუმი ქალაქ ბაქოში. დაარსდა 1967 წელს. იგი იქცა მსოფლიოში პირველ სპეციალიზირებულ მუზეუმად, რომლის ფუნქციაშიც შედის ხალიჩების შეგროვება, შენახვა და მათი შესწავლა. მისი პირველი ექსპოზიცია გახსნილი იქნა 1972 წელს ჯუმა-მეჩეთში, ქალაქ ბაქოს ძველი ციხე-სიმაგრის — იჩერი-შეჰერის ტერიტორიაზე. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნულ კულტურის მარგალიტს. აქ ხდება ხალიჩების დემონსტრაცია აზერბაიჯანის ტრადიციული ხელოვნების დარგებთან სიმბიოზში. მისი კოლექცია ითვლის ხალიჩების, ტანისამოსის, ნაქარგების, სპილენძის მჭედლური საგნების, საიუველირო ნაწარმებისა, ხის და შუშის თანამედროვე ნაკეთობების 14 000 ეგზემპლარს. მუზეუმი იმავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანის ხალიჩების შესწავლისა და განვითარების ცენტრს. მუზეუმი მონაწილეობდა აზერბაიჯანული ხალიჩებისადმი მიძღვნილ რიგ საერთაშორისო სიმპოზიუმში. პირველი ასეთი სიმპოზიუმი ჩატარდა 1983 წელს იუნესკოს ეგიდით. შემდგომი სიმპოზიუმები ჩატარდა 1988, 2003 და 2007 წლებში; ბოლო სიმპოზიუმი ჩატარდა პარიზში — იუნესკოს შტაბ-ბინაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით 2008 წელს დაიწყო მუზეუმისათვის ახალი თანამედროვე შენობის მშენებლობა. 2014 წლის აგვისტოში კი გაიხსნა მისი პირველი ექსპოზიცია.
მუზეუმის კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში არის ნაჩვენები, რომელთა შორის ევროპის ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ხოლო აზიის ქვეყნებს შორისაა ინდოეთი, ირანი, ისრაელი, თურქეთი. ასევე, კოლექცია გამოეფინა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც კუბასა და აშშ-ში.
მუზეუმი დააარსა ლათიფ ქარიმოვმა 1967 წლის 1 ივნისს.პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1972 წელს. მაშინ მუზეუმი ფუნქციონირებდა ჯუმა-მეჩეთის შენობაში. 1992 წელს მუზეუმი გადავიდა სამუზეუმო ცენტრის შენობაში[1].
2008 წლის 17 მაისს ბაქოში შედგა მუზეუმის საფუძვლის ჩაყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და იუნესკოს მთავარი დირექტორი კოიტირო მაცურა. მუზეუმის შენობა აშენებულია დაკეცილი ხალიჩის სახით. მისი არქიტექტორები არიან ფრანს იანსი და ვალტერ მარი[2].
ახალი შენობა 2012 წლის ბოლოს გაიხსნა[3]. 2014 წლის აპრილში მუზეუმს ეწოდა აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, რაც მას ოფიციალურობა შეჰმატა[4].
↑ Carpets Made to Last ↑ Azerbaijan Now Has a Carpet Museum That Looks Like a Carpet ↑ Unique carpet museum to open in Baku by year-end ↑ Carpet museum renamed in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
კომენტარის დამატება