Yeraltı hamam (Bakı)
( მიწისქვეშა აბანო (იჩერი-შეხერი) )აბანო, სავარაუდოდ, XVII საუკუნის დასაწყისში იქნა აშენებული.[1] იმ პერიოდში გავრცელებული იყო აბანოების ქალაქის შესასვლელებთან შენება, რათა ქარავნებსა და მგზავრებს ქალაქში შესვლამდე შეძლებოდათ დაბანა.[2] 1806 წელს რუსული ჯარების მიერ ბაქოს დაპყრობის შემდეგ, აბანოების ტერიტორიაზე სამხედრო კომენდატურა განლაგდა. თვითონ აბანო კი მიწით ამოავსეს, ხოლო თაღები დაანგრიეს.[2]
გათხრები და აღდგენითი სამუშაოები2015 წელს არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას შეწყვილებული ციხესიმაგრის კარიბჭის (გოშა გალას) გარშემო აბანოს ნაწილი გასუფთავდა. რამდემინე ოთახის გარდა, რომლებშიც საყრდენი ბოძები ჩამოინგრა, მთელი აბანო შედარებით კარგ მდგომარეობაში შემოინახა, თუმც შესაძლო ნგრევის საშიშროების გამო, აბანოს შესწავლა მხოლოდ 2016 წელს გაგრძელდა, კედლების გამაგრების შემდეგ.[1]
2018-2020 წწ. აბანოში მიმდინარეობდა კონსერვაციისა და რესტავრაციის სამუშაოები. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ავსტრიული კომპანია "Atelier Erich Pummer".[3]
↑ 1.0 1.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :1 არ არის მითითებული ტექსტი; $2 ↑ 2.0 2.1 Yeraltı hamam - Icherisheher. ციტირების თარიღი: 2020-08-27. ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
კომენტარის დამატება