Qız qalası

( ყიზყალასი )

ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი (აზერბ. Qız Qalası) — XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.

ისტორია

ქალწულის კოშკის მშენებლობის თარიღი უცნობია. შესასვლელის მარჯვენა მხარეს კოშკის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია ქვის ფირფიტა ორ-ხაზიანი ქუფური წარწერით, სადაც აღნიშნულია: „მასუდ იბნ-დავუდის გუბბე (გუმბათი)“. ამ წარწერის გამო კოშკს მე-11 საუკუნით ათარიღებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის უფრო ადრე არის აშენებული.

კოშკი ორ ეტაპად აშენდა. პირველი, სავარაუდოდ, ისლამის წინა ეპოქას ეხება, ხოლო წარწერა უფრო ძველ დროს ეკუთვნის.

XVIII-XIX საუკუნეებში ყიზყალასი გამოიყენებოდა შუქურად. 1858 წლის 13 ივნისს შუქურამ ციმციმი დაიწყო, მანამდე კი მასზე ციხის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, 1907 წელს შუქურა გადაიტანეს კუნძულ ბოუქ-ზირაში.

ქალწულის კოშკი არაერთხელ დარესტავრირდა. XIX საუკუნეში რუსული სამხედრო განყოფილების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას კოშკის თავიდან გაქრა ქონგურები, რომლებიც თავდაცვას ემსახურებოდნენ. 1964 წელს ქალწულის კოშკი მუზეუმი გახდა, ხოლო 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ბოლოს კოშკი რესტავრირება 2012-2013 წლებში განხორციელდა[1].

 
ქუფური წარწერა კოშკის კედელზე
შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
Photographies by:
Statistics: Position
1519
Statistics: Rank
167444

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
657182493Click/tap this sequence: 3918
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ყიზყალასი ?

Booking.com

What can you do near ყიზყალასი ?

8.807.993 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 3.742 visits today.