Yeddigünbəz türbələr kompleksi

( ედი გიუმბეზი )

ედი გიუმბეზი (აზერ. Yeddi Gümbəz — შვიდი გუმბათი, ან შვიდი აკლდამა) — სასაფლაო და მავზოლეუმების ჯგუფი, შირვანის შაჰების მისაძინებელი, ქალაქ შემახიდან დასავლეთით 1,5 კმ. დაშორებით, აზერბაიჯანში. შენარჩუნდა ოთხი მავზოლეუმი. სასაფლაო „ედი გიუმბეზი“ მდებარეობს გორაკზე, შახამდანის სასაფლაოდან 200 მეტრის მოშორებით. თავისი დასახელება მიიღო შვიდი მავზოლეუმისგამო, რომლებშიც განსვენებულნი არიან შემახის ხზანები XVIII—XIX საუკუნეებში.

გადარჩენილი მავზოლეუმებიდან ყველაზე უძველესი 1810 წლით არის დათარიღებული, რაზეც მეტყველებს შესასვლელ კარებზე გამოკვეთილი წარწერა. თავის გეგმაში მავზოლეუმებს გააჩნიათ რვაკუთხა ფორმები. შიდა კიდეები მოპირკეთებულია და გადაფარებულნი არიან ისრისებური ფორით. რვაკუთხედები სტალაქტიდების მეშვეობით გარდაიქმნებიან თექვსმეტკუთხედებად, რომლებიც იზრდებიან გუმბათის წრეწირში კუთხოვანეების საშუალებით. მავზოლეუმები როგორც გარედან ასევე შიგნიდან მოპირკეთებულნი არიან თეთრი ქვით.

№ 7 მავზოლეუმი მიეკუთვნება უკანასკნელი შირვანის ხან მუსტ...დაწვრილებით

№ 7 მავზოლეუმი მიეკუთვნება უკანასკნელი შირვანის ხან მუსტაფა -ხანის ოჯახს. აქ დაკრძალულნი არიან მუსტაფა -ხანის შვილი აზად-ხანი და ნუხ-ბეგის ქალიშვილი (იქიდან გამომდინარე, რომ ორივენი ერთ მავზოლეუმში არიან დაკრძალულნი, ისტორიკოსი სიმა ქერიმზადე არ გამორიცხავს ნათესავურ კავშირს). მავზოლეუმის შიდა კედლებზე გაკეთებული წარწერების საფუძველზე, ქერიმზადე ვარაუდობს, რომ იგი აშენებულია 1865—1867 წლებში.

სასაფლაოზე დაკრძალულია XIX-დასაწყისის XX საუკუნეების პოეტ-სატირიკოსი მირზა ალექპერ ზადე საბირი.

Photographies by:
Mardetanha - CC BY-SA 4.0
Walter Callens - CC BY 2.0
Walter Callens - CC BY 2.0
Statistics: Position
4606
Statistics: Rank
22462

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
259367481Click/tap this sequence: 3762

Google street view

Where can you sleep near ედი გიუმბეზი ?

Booking.com
489.171 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 8 visits today.