Context of აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი (აზერ. Azərbaycan), ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთი აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის გზაჯვარედინზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით საქართველო, დასავლეთით სომხეთი და სამხრეთით ირანი. ნახიჩევანი, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთს, სამხრეთით და დასავლეთით ირანს, ასევე აქვს ჩრდილო-დასავლეთში 8 კმ საზღვარი თურქეთთან.

1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. 1920 წელს ქვეყანა შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 30 აგვისტოს, სსრკ-ის ოფიციალურ დაშლამდე, რომელიც 1991 წლის დეკემბერში მოხდა. 1991 წლის სექტემბერში, სადავო მთიანი ყარაბა...დაწვრილებით

აზერბაიჯანი (აზერ. Azərbaycan), ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთი აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის გზაჯვარედინზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით საქართველო, დასავლეთით სომხეთი და სამხრეთით ირანი. ნახიჩევანი, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთს, სამხრეთით და დასავლეთით ირანს, ასევე აქვს ჩრდილო-დასავლეთში 8 კმ საზღვარი თურქეთთან.

1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. 1920 წელს ქვეყანა შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 30 აგვისტოს, სსრკ-ის ოფიციალურ დაშლამდე, რომელიც 1991 წლის დეკემბერში მოხდა. 1991 წლის სექტემბერში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომეხთა უმრავლესობა გამოეყო აზერბაიჯანს, შემდგომში სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის მიზნით. 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, რეგიონი და მის გარეთ მყოფი შვიდი მიმდებარე რაიონი, დე-ფაქტო დამოუკიდებელი გახდა. ეს რაიონები, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ეუთოს მიერ შექმნილ სტატუსამდე მიიღეს. შემდგომი 2020 წლის ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონი და თვით რეგიონის გარკვეული ნაწილი.

აზერბაიჯანი უნიტარული და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია. აზერბაიჯანი ექვსი დამოუკიდებელი თურქულენოვანი ქვეყნიდან ერთ-ერთია, ასევე თურქული საბჭოსა და თურქსოის აქტიური წევრია. აზერბაიჯანს, 158 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და 38 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. სუამის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. 1992 წლიდან გაეროს წევრი და 2006 წლის 9 მაისიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ახლადშექმნილი „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ წევრი. მისი წევრობის ვადა, 2006 წლის 19 ივნისიდან დაიწყო. აზერბაიჯანი, აგრეთვე მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი სახელმწიფოა, ფლობს დამკვირვებლის სტატუსს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და არის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის კორესპონდენტი.

აზერბაიჯანის კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ქვეყნის ოფიციალური რელიგია და ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა, ქვეყანა სეკულარული წყობისაა. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია. მაგრამ, აზერბაიჯანელების უმრავლესობა აქტიურად არ ასრულებს ნებისმიერი რელიგიის მოთხოვნას და ქვეყანა მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე არარელიგიურ ქვეყანად მიიჩნევა, ხოლო „Pew Research Center“-ისა და „Gallup“-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 53% ამბობს, რომ რელიგია ნაკლებად მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. აზერბაიჯანში ადამიანური განვითარების მაღალი დონეა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას უტოლდება. ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისა და განათლების მაღალი დონე ახასიათებს, ისევე როგორც უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2016 წელს, 138 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზე გავიდა. 2015 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რეგიონში ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„ასანის“ მომსახურება, რომელიც დაინერგა პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყნის მასშტაბით ცნობილია, როგორც საჯარო სამსახურში ქრთამისგან და კორუფციისგან თავისუფალი მომსახურების სააგენტო. ASAN სერვისმა 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სამსახურის ჯილდო მოიპოვა, რომელიც მსოფლიოში საჯარო მომსახურების სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

აზერბაიჯანში მაღალ დონეზეა განვითარებული კორუფცია, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში. მმართველ პარტიას, ახალ აზერბაიჯანს, ბრალად ედება ავტორიტარიზმი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

More about აზერბაიჯანი

Basic information
  • Native name Azərbaycan
  • Calling code +994
  • Internet domain .az
  • Mains voltage 220V/50Hz
  • Democracy index 2.68
Population, Area & Driving side
  • Population 10180770
  • Area 86600
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Salam
მსოფლიო
Dünya
Გამარჯობა მსოფლიო
Salam dünya
Გმადლობთ
Çox sağ ol
ნახვამდის
sağol
დიახ
Bəli
არა
Yox
Როგორ ხარ?
Necəsən?
Კარგი, მადლობა
Yaxşı, təşəkkür edirəm
Რა ღირს?
Neçəyədir?
Ნული
Sıfır
ერთი
bir

Where can you sleep near აზერბაიჯანი ?

Booking.com
483.997 visits in total, 9.177 Points of interest, 404 Destinations, 196 visits today.