Yanardağ

( იანარდაღი )

იანარდაღი (აზერ. Yanar Dağ, ალმოკიდებული მთა) — ბუნებრივი მარადიული ცეცხლი, რომელიც ძველი დროიდან ანთია ბორცვზე აზერბაიჯანში.

მეტრიანი ალი, დაახლოებით ათი მეტრის სიგანისა გამოდის იანადაღის მთიდან — კირის ბორცვიდან, რომელიც განლაგებულია ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე აფშერონის ნახევარკუნძულზე. დღეს მსოფლიოში არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის ასეთი სახის ბუნებრივი აირის დაწვის საბადო, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად აზერბაიჯანშია განლაგებული. ბუნებრივი მარადიული ცეცხლი განპირობებულია ბუნებრივი აირის საბადოდან აირის გაჟონვით აფშერონის ქვეშ არსებული საცავიდან. ამ აირის აალება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოხდა. ამის შესახებ მარკო პოლოც გვატყობინებს.

განსაკუთრებული სილამაზით ეს ალი ჩანს ღამე. ასეთი სახის ობიექტები ზოროასტრიზმის მიმდევრების სათაყვანისმცემლო ადგილებს წარმოადგენენ.

იანარდაგის მთაზე არსებული ცეცხლი არ წყვეტს წვას. იანარდაგის ნაკადები ცნობილია, როგორც იანარ ბულაკი — «წვადი წყაროები». მსგავსი წყაროები ასევე ხელმისაწვდომია მდინარე ვილ...დაწვრილებით

იანარდაღი (აზერ. Yanar Dağ, ალმოკიდებული მთა) — ბუნებრივი მარადიული ცეცხლი, რომელიც ძველი დროიდან ანთია ბორცვზე აზერბაიჯანში.

მეტრიანი ალი, დაახლოებით ათი მეტრის სიგანისა გამოდის იანადაღის მთიდან — კირის ბორცვიდან, რომელიც განლაგებულია ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე აფშერონის ნახევარკუნძულზე. დღეს მსოფლიოში არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის ასეთი სახის ბუნებრივი აირის დაწვის საბადო, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად აზერბაიჯანშია განლაგებული. ბუნებრივი მარადიული ცეცხლი განპირობებულია ბუნებრივი აირის საბადოდან აირის გაჟონვით აფშერონის ქვეშ არსებული საცავიდან. ამ აირის აალება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოხდა. ამის შესახებ მარკო პოლოც გვატყობინებს.

განსაკუთრებული სილამაზით ეს ალი ჩანს ღამე. ასეთი სახის ობიექტები ზოროასტრიზმის მიმდევრების სათაყვანისმცემლო ადგილებს წარმოადგენენ.

იანარდაგის მთაზე არსებული ცეცხლი არ წყვეტს წვას. იანარდაგის ნაკადები ცნობილია, როგორც იანარ ბულაკი — «წვადი წყაროები». მსგავსი წყაროები ასევე ხელმისაწვდომია მდინარე ვილასკეის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალო აბაზანებს იღებს.

ცეცხლი გამოდის მთის ფერდობის სათავეში მდებარე ქვიშის ფორმაციებში არსებული ნახვრეტებიდან. იანარდაგის გარდა ასევე არსებობს ატეშგიახის ტაძარი, რომელიც ზოროასტრიზმის რელიგიური მიმდინარეობის წმინდა ადგილს წარმოადგენს.

Photographies by:
Statistics: Position
4591
Statistics: Rank
85764

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
972653481Click/tap this sequence: 2475
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near იანარდაღი ?

Booking.com

What can you do near იანარდაღი ?

9.004.252 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.591 visits today.