Cümə məscidi (Şamaxı)

( შემახის ჯუმა მეჩეთი )

შემახის ჯუმა მეჩეთი (აზერ. Şamaxı Cümə Məscidi) — პარასკევის მეჩეთი, განლაგებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შემახაში. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უძველესი მეჩეთი, დერბენტის ჯუმა მეჩეთის შემდეგ. მეჩეთის შენობა აღმართული იყო აბუ მუსლიმის მიერ 743 წელს, რაზედაც მოგვითხრობს მეჩეთის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომელიც გამოვლენილ იქნა 1902 წელს.

მეჩეთი არაერთხელ გარემონტდა, განსაკუთრებით 1859 და 1887 წლების მიწისძვრების შემდეგ. ძლიერ დაზიანდა 1902 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. შემდგომ იგი განახლდა უკვე 1905-1910 წელს ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, არქიტექტორ იოსიფ პლოშკოს არქიტექტურული პროექტის მიხედვით. ეს არის თეტრი ქვისა და რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობა რკინის გუმბათებით, რომელიც ასევე დაზიანებულ იქნა 1918 წლის მარტის მოვლენების დროს მომხდარი ხანძრის შედეგად. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მეჩეთი არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ და გარემონტდა მხოლოდ 1980 წელს. მეჩეთის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა მხოლოდ 2...დაწვრილებით

შემახის ჯუმა მეჩეთი (აზერ. Şamaxı Cümə Məscidi) — პარასკევის მეჩეთი, განლაგებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ქალაქ შემახაში. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უძველესი მეჩეთი, დერბენტის ჯუმა მეჩეთის შემდეგ. მეჩეთის შენობა აღმართული იყო აბუ მუსლიმის მიერ 743 წელს, რაზედაც მოგვითხრობს მეჩეთის კედელზე გაკეთებული წარწერა, რომელიც გამოვლენილ იქნა 1902 წელს.

მეჩეთი არაერთხელ გარემონტდა, განსაკუთრებით 1859 და 1887 წლების მიწისძვრების შემდეგ. ძლიერ დაზიანდა 1902 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. შემდგომ იგი განახლდა უკვე 1905-1910 წელს ჩატარებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, არქიტექტორ იოსიფ პლოშკოს არქიტექტურული პროექტის მიხედვით. ეს არის თეტრი ქვისა და რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობა რკინის გუმბათებით, რომელიც ასევე დაზიანებულ იქნა 1918 წლის მარტის მოვლენების დროს მომხდარი ხანძრის შედეგად. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს მეჩეთი არ გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ და გარემონტდა მხოლოდ 1980 წელს. მეჩეთის კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩატარდა მხოლოდ 2010-2013 წლებში. მეჩეთს დაუბრუნდა პირვანდელი სახე ძველი შენობის შენარჩუნებით (გვერდითა და უკანა კედელი, ფასადის კოლონები და სხვა).

მეჩეთის ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქიტექტურულმა გათხრებმა გამოავლინა რამდენიმე კულტურული ფენა. მათგან ყველაზერ ადრინდელი მიეკუთვნება VIII-X საუკუნეებს. შემდეგ ფენაში აღმოჩენილია XI-XII საუკუნეების ნაგებობების კვალი. ხოლო ზედა კულტურული ფენა მოიცავს XIV—XVII საუკუნეებს და შეიცავს აუზის ნარჩენებს, რომელიც მოპირკეთებულია ქვით. ამ ფენაში აღმოჩენილი და გამოვლენილი იქნა წყლის მილები, რომლებიც მიედინებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

Photographies by:
Statistics: Position
1603
Statistics: Rank
150087

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
163852974Click/tap this sequence: 6335
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შემახის ჯუმა მეჩეთი ?

Booking.com

What can you do near შემახის ჯუმა მეჩეთი ?

8.818.373 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 488 visits today.