ბერბერები

bachmont - CC BY 2.0 Rodrigo Silva - CC BY 2.0 Valtter92 - Public domain Ibrahim raji - CC BY-SA 3.0 Ayman Abdelilah - CC BY-SA 4.0 Munfarid1 - CC BY-SA 4.0 Edo 555 (talk) / Edo 555 at en.wikipedia - Public domain Sofiane mohammed amri - CC BY-SA 4.0 Subhros - CC BY-SA 3.0 Hugues - CC BY-SA 2.0 Dan Lundberg - CC BY-SA 2.0 L-BBE - CC BY 3.0 Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0 Zanatos - CC BY-SA 4.0 bachmont - CC BY 2.0 Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0 Roland Unger - CC BY-SA 3.0 Loonybad - CC BY-SA 3.0 TomiValny - CC BY-SA 4.0 Sofiane mohammed amri - CC BY-SA 4.0 ASartan - CC BY-SA 3.0 Vitold Muratov - CC BY-SA 3.0 bachmont - CC BY 2.0 Lumen roma - CC BY 3.0 Rodrigo Silva - CC BY 2.0 Roland Unger - CC BY-SA 4.0 Sofiane mohammed amri - CC BY-SA 4.0 Ben Javelina from Austin Town, USA - CC BY-SA 2.0 Sofiane mohammed amri - CC BY-SA 4.0 Ji-Elle - CC BY-SA 3.0 Abdel Charaf - CC BY-SA 4.0 ruba_ch/Rudolf Baumann - CC BY 2.0 David Sessoms from Fribourg, Switzerland - CC BY-SA 2.0 Boris Macek - CC BY-SA 3.0 bachmont - CC BY 2.0 Munsha'at al Akhdar lil Alwan, Benghazi. - Public domain cat_collector - CC BY 2.0 gouadjelia issam - CC BY-SA 4.0 *pascal* from Savoie, France - CC BY 2.0 Mehdibelhaj - CC BY-SA 4.0 Val Traveler - CC BY-SA 4.0 Flickr user: Emilio Labrador Santiago de Chile https://www.flickr.com/people/3059349393/ - CC BY 2.0 Ben Javelina from Austin Town, USA - CC BY-SA 2.0 Val Traveler - CC BY-SA 4.0 Bernard Gagnon - CC BY-SA 3.0 Munsha'at al Akhdar lil Alwan, Benghazi. - Public domain Roland Unger - CC BY-SA 3.0 Dan Lundberg - CC BY-SA 2.0 양홍온 - Public domain Koantao - CC BY-SA 3.0 ruba_ch/Rudolf Baumann - CC BY 2.0 Gonzalo Riestra from España - CC BY 2.0 Robert Prazeres - CC BY-SA 4.0 Ben Javelina from Austin Town, USA - CC BY-SA 2.0 Albert Backer - CC BY-SA 3.0 Ben Bender - CC BY-SA 3.0 Val Traveler - CC BY-SA 4.0 Adam Jones, Ph.D. - CC BY-SA 3.0 Richard Allaway - CC BY 2.0 Munfarid1 - CC BY-SA 4.0 Roland Unger - CC BY-SA 3.0 Daniel Csörföly - CC BY-SA 3.0 Val Traveler - CC BY-SA 4.0 David Stanley - CC BY 2.0 Albert Backer - CC BY-SA 3.0 No images

Context of ბერბერები

ბერბერები (ბერბერ. ⵎⵣⵗⵏ / ⵉⵎⴰⵣⵉⵖⴻⵏ, Imazighen) — მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნილოსის ხეობის დასავლეთით. ისინი უწყვეტად სახლობენ ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტეში მდებარე სივას ოაზისამდე, ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე. ისტორიულად, ისინი ბერბერულ ენაზე ან მის სახესხვაობებზე ლაპარაკობდნენ, რომელიც აფრაზიული ენების ოჯახის ერთ-ერთი განშტოებაა. დღეისათვის, ბერბერების დიდი ნაწილი ბერბერულთან ერთად არაბულ ენაზე საუბრობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად მაროკოში, ტუნისსა და ალჟირში ბერბერები განათლებას ფრანგულ ენაზე იღებენ. მაროკოსა და მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ საჰარაში მცხოვრებთა გარკვეუულმა ნაწილმა ასევე იცის ესპანური, ლიბიაში კი იტალიური. ევროპული ენების ასეთი მდგომარეობა ბერბერული სამყაროს ევროპული ოკუპაციისა და კოლონიზაციის შედეგია. ამჟამად, ბერბერულზე მოლაპარაკე ხალხის უდიდესი ნაწილი მაროკოსა და ალჟირში სახლობს, მცირე ნაწილი კი მიმოფანტულია ტუნისში, ლიბიაში, მავრიტანიაში, მალისა და ნიგერში, ასევე ევროპაში არსებულ დიასპორებში.

ბერბერებს შორის...დაწვრილებით

ბერბერებს შორის არაბული ენისა და მისი დიალექტების გავრცელება საუკუნეების წინ რეგიონში ისლამის გავრცელებისა და სხვადასხვა არაბული ტომების იმიგრაციის შედეგია. ბერბერული იდენტობა როგორც წესი, უფრო ფართოა ვიდრე ენა და ეთნიკურობა; იგი მთლიანი ჩრდილოეთ აფრიკის ისტორიასა და გეოგრაფიას გასდევს. ბერბერები არ არიან ერთგვაროვანი ეთნიკური ჯგუფი და ის მოიცავს ფენოტიპების მთელ რიგს, კულტურასა და წარმომავლობას. მთავარი გამაერთიანებელი ძალაა ბერბერული ენა, ბერბერული მიწა და ბერბერულ მემკვიდრეობასა და ისტორიასთან იდენტიფიცირება.

ბევრი ბერბერი საკუთარ თავს imazighen-ს უწოდებს, რაც შესაძლოა „თავისუფალ ხალხს“ ან „თავისუფალ და დიდსულოვან კაცს“ ნიშნავდეს.

ძველ, სახელგანთქმულ ბერბერებს შორის არიან ნუმიდიის მეფე მასინისა, მეფე იუგურტა, ბერბერ-რომაელი მწერალი აპულეიუსი, ნეტარი ავგუსტინე და ბერბერ-რომაელი გენერალი ლუსიუს კვიეტუსი, რომელმაც 115–117 წლებში ებრაელთა ამბოხებების მთავარი ტალღები ჩაახშო. შუა საუკუნეების ცნობილ ბერბერებს შორის არიან ბერბერების ალმორავიდული იმპერიის მეფე იუსუფ იბნ ტაშფინი, ტარიქ იბნ ზიადი — გენერალი, რომელმაც ესპანეთი დაიპყრო, მკვლევარი იბნ ბატუტა, ამერიკის ადრეული მკვლევარი ესტანვანსიო და ა. შ. თანამედროვე ცნობილ ბერბერთაგან შეიძლება დასახელდეს ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი — საფრანგეთში დაბადებული, ალჟირელი კაბილების შთამომავალი, ლორინი — შვედეთში დაბადებული, ევროვიზიის 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული მომღერალი, ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი — გერმანიაში დაბადებული, მაროკოელი რიფიანების შთამომავალი.

Where can you sleep near ბერბერები ?

Booking.com
9.019.381 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 717 visits today.