Context of მარაქეში

მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش‎), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ. მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.

მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი). ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს. ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკას...დაწვრილებით

მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش‎), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ. მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.

მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი). ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს. ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.

მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.

Where can you sleep near მარაქეში ?

Booking.com
489.999 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 48 visits today.