Context of გიბრალტარი

გიბრალტარი — ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და დღესაც აქ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.

ტერიტორიის სახელი მომდინარეობს არაბულიდან „ჯაბალ ატ-თარიქ“ (جبل الطارق), ნიშნავს „თარიქის მთას“. სახელი უკავშირდება უმაიადთა გენერალ თარიქ იბნ-ზიადს, რომელიც წინ უძღოდა მავრიტანელთა შემოჭრას იბერიაზე 711 წელს. უფრო ადრე ეს ადგილი ცნობილი იყო, როგორც კალპე, ჰერკულესის ერთ-ერთი საყრდენთაგანი. ამჟამად კოლოქვიალურად გიბრალტარს უწოდებენ „გიბს“ (ქვა).

გიბრალტარის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ინგლის-ესპანურ ურთიერთობებში. ესპანეთი 1713 წელს გამოყოფილი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა გადაცემის ყოველი მცდელობას თავად გიბრალტარელები თითქმის ერთხმად წინააღმდეგობით შეხვდნენ.

გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია 2013 წლის 24 მაის...დაწვრილებით

გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია 2013 წლის 24 მაისს უეფას 54-ე წევრად მიიღეს.

More about გიბრალტარი

Basic information
  • Calling code +350
  • Internet domain .gi
  • Mains voltage 240V/50Hz
Population, Area & Driving side
  • Population 34003
  • Area 6
  • Driving side right

Where can you sleep near გიბრალტარი ?

Booking.com
489.333 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 160 visits today.