ასკიას საფლავი

ასკიას საფლავი მალის ქალაქ გაოში — მიჩნეულია, რომ სწორედ აქ განისვენებს სონგაის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი, ასკია მუჰამედ I. აშენებულია XV საუკუნის ბოლოს. 2004 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იუნესკო საფლავს აღწერს, როგორც შესანიშნავ ნიმუშს ტალახის მონუმენტური ნაგებობისა, რომელიც დასავლეთ აფრიკის საჰელის ტრადიციებს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს პირამიდულ სამარხს, ორ მეჩეთს, საფლავს და მიწაყრილების ანსამბლს. მისი სიმაღლე 17 მეტრია და წარმოადგენს კოლონიალიზმამდელ უდიდეს არქიტექტურულ მონუმენტს რეგიონში. იგი პირველი მაგალითია იმ ისლამური არქიტექტურული სტილისა, რომელიც შემდგომ მთელს რეგიონში გავრცელდა.

ძეგლის ბოლოდრეოინდელი სახეცვლილებები მოიცავს 1960-1970-იან წლებში მეჩეთის გაფართოებას და 1999 წელს არეალის ირგვლივ კედლის შემოვლებას. მისი ისტორიის განმავლობაში, ძეგლს რეგულარულად აბათქაშებდნენ, ეს იყო აუცილებელი პროცედურა ტალახის სტრუქტურის შეკეთება-შენარჩუნებისთვის. 2000 წელს, მოხდა კომპლექსის ელექტრიფიკაცია - დაემა...დაწვრილებით

ასკიას საფლავი მალის ქალაქ გაოში — მიჩნეულია, რომ სწორედ აქ განისვენებს სონგაის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი, ასკია მუჰამედ I. აშენებულია XV საუკუნის ბოლოს. 2004 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იუნესკო საფლავს აღწერს, როგორც შესანიშნავ ნიმუშს ტალახის მონუმენტური ნაგებობისა, რომელიც დასავლეთ აფრიკის საჰელის ტრადიციებს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს პირამიდულ სამარხს, ორ მეჩეთს, საფლავს და მიწაყრილების ანსამბლს. მისი სიმაღლე 17 მეტრია და წარმოადგენს კოლონიალიზმამდელ უდიდეს არქიტექტურულ მონუმენტს რეგიონში. იგი პირველი მაგალითია იმ ისლამური არქიტექტურული სტილისა, რომელიც შემდგომ მთელს რეგიონში გავრცელდა.

ძეგლის ბოლოდრეოინდელი სახეცვლილებები მოიცავს 1960-1970-იან წლებში მეჩეთის გაფართოებას და 1999 წელს არეალის ირგვლივ კედლის შემოვლებას. მისი ისტორიის განმავლობაში, ძეგლს რეგულარულად აბათქაშებდნენ, ეს იყო აუცილებელი პროცედურა ტალახის სტრუქტურის შეკეთება-შენარჩუნებისთვის. 2000 წელს, მოხდა კომპლექსის ელექტრიფიკაცია - დაემატა ნათურები და წვერზე ხმის გამაძლიერებელი დინამიკი.

ქალაქ გაოს მოსახლეობის მიერ, ასკია რეგულარულად გამოიყენება როგორც მეჩეთი და საზოგადოებრივი საკუთრების კულტურული ცენტრი. მას ეროვნული კანონმდებლობა იცავს.

ასკია მოჰამედი სონგაის იმპერიის პირველი ასკია იმპერატორი იყო, მან იმპერია საგრძნობლად გააფართოვა. ვინაიდან ის სანიმუშო მუსლიმანი იყო, ის მექას მოსალოცად წავიდა, საიდანაც 1495 წელს დაბრუნდა, საიდაც მან თავის საფლავის ასაშენებელი მასალები ჩამოიტანა — მექას ტალახი და ხე-მასალა. როგორც ამბობენ, მეფის ქარავანი ათასობით აქლემისგან შედგებოდა. თავიდან სტრუქტურა დაპროექტებული იყო როგორც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ოთახითა და კორიდორებით, მაგრამ ასკია მუჰამედის სიკვდილისთანაე ის დაილუქა.

ასკია მუჰამედი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ სამარხში განისვენებს, რამდენიმე სხვა ასკია დასავლავებულია მის ეზოში.

Photographies by:
David Sessoms from Fribourg, Switzerland - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
479
Statistics: Rank
320474

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
729864153Click/tap this sequence: 2633
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ასკიას საფლავი ?

Booking.com

What can you do near ასკიას საფლავი ?

8.722.369 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 8.507 visits today.