რიშატის სტრუქტურა

რიშატის სტრუქტურა (ცნობილი ასევე როგორც „საჰარის თვალი“) — რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია მავრიტანიაში, საჰარაში. გაწოლილია ქალაქ უადანიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტაუდენის სინეკლიზის ქვეშ. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-460 მ სიმაღლეზე. სტრუქტურის დიამეტრი შეადგენს 50 კმ-ს. რიშატის სტრუქტურაში ნაპოვნია დოლერიტის ინტრუზია.

რიშატის სტრუქურის გენეზისად მიჩნეულია პერიოდი გვიანდელ პროტეროზოურსა და ორდოვიციულს შორის. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მლრდ. წლისაა.

უწინ მიაჩნდათ, რომ სტრუქტურა წარმოადგენდა დარტყმითი კრატერის შედეგს, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფსკერის ბრტყელ ფორმას, ასევე აქ დარტყმითი კრატერის მოქმედების შედეგად წარმნოქმნილი ქანები არ მოიპოვება. სტრუქტურის წარმოქმნა ვულკანური ამოფრქვევის ზეგავლენით ასევე არ მიიჩნევა დამაჯერებლად, ერუფციის შედეგად გუმბათისა და ვულკანური ქანების არარსებობის გამო.

დღეისათვის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სტრუქტურის დანალექი ქანები ეროზიის (დედამიწის ქერქის მონაკ...დაწვრილებით

რიშატის სტრუქტურა (ცნობილი ასევე როგორც „საჰარის თვალი“) — რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია მავრიტანიაში, საჰარაში. გაწოლილია ქალაქ უადანიდან 20 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტაუდენის სინეკლიზის ქვეშ. ვრცელდება ზღვის დონიდან 400-460 მ სიმაღლეზე. სტრუქტურის დიამეტრი შეადგენს 50 კმ-ს. რიშატის სტრუქტურაში ნაპოვნია დოლერიტის ინტრუზია.

რიშატის სტრუქურის გენეზისად მიჩნეულია პერიოდი გვიანდელ პროტეროზოურსა და ორდოვიციულს შორის. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მლრდ. წლისაა.

უწინ მიაჩნდათ, რომ სტრუქტურა წარმოადგენდა დარტყმითი კრატერის შედეგს, თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფსკერის ბრტყელ ფორმას, ასევე აქ დარტყმითი კრატერის მოქმედების შედეგად წარმნოქმნილი ქანები არ მოიპოვება. სტრუქტურის წარმოქმნა ვულკანური ამოფრქვევის ზეგავლენით ასევე არ მიიჩნევა დამაჯერებლად, ერუფციის შედეგად გუმბათისა და ვულკანური ქანების არარსებობის გამო.

დღეისათვის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სტრუქტურის დანალექი ქანები ეროზიის (დედამიწის ქერქის მონაკვეთის აზევების) მოქმედების შედეგია.

დიდი ხნის განმავლობაში რიშატის სტრუქტურა ორბიტაზე წარმოადგენდა კოსმონავტთა მთავარ ორიენტირს, რამეთუ საერთო სივრცეში ქმნიდა საუკეთესო ხილვად ობიექტს, რომელიც მკვეთრად გამოიყოფოდა უდაბური სივრცეებისაგან.

Photographies by:
NASA - Public domain
Clemens Schmillen - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
737
Statistics: Rank
254229

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
462875139Click/tap this sequence: 9992
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near რიშატის სტრუქტურა ?

Booking.com

What can you do near რიშატის სტრუქტურა ?

8.721.208 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 7.346 visits today.