ტომბუქტუ (ფრანგ. Tombouctou), მოძველებული სახელი ტიმბუქტუ (ფრანგ. Timbouktou), Tin-Bouktou (ტამაშექის ენა), Tinbuktu, Timbuctoo და Timbuktoo ბერბერო-ლიბიური ენები) — შუა საუკუნეების ქალაქი მალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთში, მდინარე ნიგერიდან 13 კმ-ით ჩრდილოეთში, მოსახლეობა — 54 453 ადამიანი (2009 წელი).

ქალაქმა ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია მანსა მუსა I-ის დროს. ამ დროს ტომბუქტუ იყო ინტელექტუალური და ისლამური სასულიერო ცენტრი ცენტრალურ სუდანში. დღეისათვის ქალაქში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი მედრესე, მათ შორის სანკორეს მედრესე, ასევე დასავლეთი აფრიკის სამი უძველესი მეჩეთი.

ტომბუქტუ (ფრანგ. Tombouctou), მოძველებული სახელი ტიმბუქტუ (ფრანგ. Timbouktou), Tin-Bouktou (ტამაშექის ენა), Tinbuktu, Timbuctoo და Timbuktoo ბერბერო-ლიბიური ენები) — შუა საუკუნეების ქალაქი მალის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთში, მდინარე ნიგერიდან 13 კმ-ით ჩრდილოეთში, მოსახლეობა — 54 453 ადამიანი (2009 წელი).

ქალაქმა ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია მანსა მუსა I-ის დროს. ამ დროს ტომბუქტუ იყო ინტელექტუალური და ისლამური სასულიერო ცენტრი ცენტრალურ სუდანში. დღეისათვის ქალაქში მდებარეობს რამდენიმე მსხვილი მედრესე, მათ შორის სანკორეს მედრესე, ასევე დასავლეთი აფრიკის სამი უძველესი მეჩეთი.

ისტორია

დაარსდა ტუარეგების მიერ დაახ. 1100 წელს ტრანსსაჰარის ქარავნების გასაჩერებლად და მნიშვნელობას იძენს მალის იმპერიის შემადგენლობაში შესვლისას. ტრადიციულად ითვლება, რომ ქალაქის დასახელება წარმოქმნილია სიტყვისგან „ტინ“ („ადგილი“) და „ბუქტუ“ (ამ რეგიონში ოდესღაც მცხოვრები ასაკოვანი მალელი ქალის სახელი, რომელთანავ ჩერდებოდნენ ჩრდილოეთისკენ ქარავნებით მიმავალი არაბი ვაჭრები). მეორე ეტიმოლოგიური ვერსიით, რომელიც გამოთქვა ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნე რენე ბასეტმა, ტამაშექის ენაზე „ტინ-ბუქტი“ ნიშნავს შორეულ ადგილს „დედამიწის კიდეზე“. ქალაქის პირველი აღწერა ჩაატარეს ლეო აფრიკანუსმა (ლათ. Joannes Leo Africanus, არაბ. يوحنا ليون الإفريقي, იტალ. Giovanni Leone l'Africano) (1526 წელი) და იბნ ბატუტამ (1353 წელი).

XIV საუკუნეში მანსა მუსამ აქ აღმართა საკუთარი სასახლე (რომლისგან კვალი დღემდე არ შემორჩენილა), ასევე საკათედრო მეჩეთი დამახასიათებელი კოშკით (გადაკეთებულია). XV და XVI საუკუნეებში ტომბუქტუ ზღაპრულად გამდიდრდა ოქროსა და მარილის ვაჭრობით და უმსხვილეს საქარავნო ვაჭრობის ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ვაჭრებს ფეხდაფეხ მოჰყვნენ ბერბერი, არაბი და ევროპელი მეცნიერები და მწერლები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას სანკორეს სასწავლებელში ეწეოდნენ.[1] ქალაქში დღემდე ინახება ანტიკური ბერძნული მანუსკრიპტები[2]. 1433 წელს ტომბუქტუ ტუარეგებმა დაიპყრეს, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ ქალაქის სიმაგრეების ფარგლებს გარეთ და მხოლოდ იშვიათად ესხმოდნენ თავს ქალაქს.

1468 წელს ტომბუქტუ შევიდა სონგაის იმპერიის შემადგენლობაში. ადგილობრივმა მმართველმა სონი ალიმ დევნა დაუწყო მუსლიმ სწავლულებს, მაგრამ მისმა ვაჟმა ასკია მოჰამად I-მა საქმე იქითკენ მიმართა, რომ ქალაქში პირიქით მოიზიდა მეცნიერები მექადან და კაიროდან, რომელთაგანაც ბევრი განათლებულმა მმართველმა სასახლეში გადაიყვანა და თავის თანაშემწედ დანიშნა. მაღრიბიდან ჩამოსულები აქ საჰარის მარილს ცვლიდნენ ოქროზე და მონებზე.

 
ტომბუქტუ. ჰაინრიხ ბართის ნახატი, 1858 წელი
 
გერმანული რუკა. 1855 წელი

ტომბუქტუს ოქროს ხანა დასრულდა 1591 წელს, როდესაც ქალაქი დაიპყრეს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მაროკოელი სულთნის აჰმად ალ-მანსურის ჯარებმა. სწავლულთა საზოგადოებას ბრალი დასდეს ღალატში, რის შედეგადაც მათი ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი მაროკოში წაიყვანეს. სულთანის მიერ ქალაქში დატოვილმა რაზმმა ვერ გაუძლო მომთაბარე ბერბერების თავდასხმებს, რის შედეგადაც ქალაქი თანდათან მთლიანად გაპარტახდა. ასე გრძელდებოდა 1893 წლამდე, როდესაც ტომბუქტუში მოვიდნენ ფრანგი კოლონიზატორები. ამ დროისათვის ტრანსსაჰარული ვაჭრობის დაცემის გამო ქალაქის ეკონომიკური სიმძლავრე მნიშვნელოვნად იყო შელახული.

შუა საუკუნეების დროიდან ტომბუქტუ ევროპაში ცნობილი იყო, როგორც ზღაპრულად მდიდარი ქალაქი. XVIII საუკუნის ბოლოს ევროპელმა მკვლევარებმა განახორციელეს საჰელის რეგიონში მდებარე ოდესღაც დიდი სავაჭრო ცენტრის აღმოჩენის რამდენიმე ცდა. 1795 და 1805 წლებში მუნგო პარკმა აფრიკული ასოციაციის შემადგენლობაში სცადა აღმოეჩინა ქალაქი და იმავდროულად გამოეკვლია მდინარე ნიგერის შესართავი. შესაძლოა მუნგო პარკი გახდა ტომბუქტუში მყოფი პირველი ევროპელი, მაგრამ ის გარდაიცვალა ნიგერიის ტერიტორიაზე და ვერ მოასწრო წერილობითი ფორმით მოეყოლა ნანახის თაობაზე.[3][4]

1824 წელს საფრანგეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ შესთავაზა 10 ათასი ფრანკის პრიზი იმ არამუსლიმს, რომელიც შეძლებდა შესულიყო ქალაქში, დაბრუნებულიყო უკან და დაეწერა ნანახის შესახებ. 1826 წლის სექტემბერში ალექსანდერ გორდონ ლენგმა მიაღწია ტომბუქტუს, მაგრამ მოკლული იქნა მუსლიმი ვაჭრის მიერ, რომელსაც ეშინოდა ქალაქში ევროპელების შეღწევისა და შემდეგ დაპყრობისა.

1829 წელს მუსლიმის ფორმაში გადაცმულმა ფრანგმა რენე ოგიუსტ კაიემ შეძლო შესულიყო ქალაქში, მშვიდობიანად დაბრუნებულიყო ევროპაში და მიეღო პრიზი. ამას გარდა, 1813 წელს ქალაქ ტანჟერში მდებარე დიდი ბრიტანეთის საკონსულოში ჩასულმა აფრო-ამერიკელმა მეზღვაურმა რობერტ ადამსმა განაცხადა, რომ მან 1811 წელს შეძლო ქალაქში შესვლა, მას შემდეგ, როდესაც მისი გემი ჩაიძირა აფრიკის სანაპიროსთან.[5]. 1816 წელს მან გამოსცა წიგნი „The Narrative of Robert Adams, a Barbary Captive“, მაგრამ მკვლევარებმა ეჭვი შეიტანეს მისი ქალაქში ყოფნის თაობაზე. ასევე ცნობილია, რომ 1890 წლამდე კიდევ სამმა ევროპელმა მიაღწია ქალაქს: ესენი არიან გერმანელები ჰაინრიხ ბართი და ოსკარ ლენცი 1853 წელს და ესპანელი კრისტობალ ბენიტესი 1880 წელს.

Okolo Rashid. Legacy of Timbuktu: Wonders of the Written Word Exhibit — International Museum of Muslim Cultures [1] დაარქივებული 2009-02-09 საიტზე Wayback Machine. Timbuktu. (2007). Encyclopædia Britannica. Chicago: Encyclopædia Britannica.შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cruelest_amazon_entry არ არის მითითებული ტექსტი; $2შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Cruelest არ არის მითითებული ტექსტი; $2Calhoun, Warren Glenn; From Here to Timbuktu, p. 273 ISBN 0-7388-4222-2
Photographies by:
Flickr user: Emilio Labrador Santiago de Chile https://www.flickr.com/people/3059349393/ - CC BY 2.0
Mousssa NIAKATE - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
168
Statistics: Rank
328798

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
824916537Click/tap this sequence: 4711

Google street view

Where can you sleep near ტომბუქტუ ?

Booking.com
487.369 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 2 visits today.