ნიგერი
Context of ნიგერი
ნიგერი (ნიგერის რესპუბლიკა; ფრანგ. République du Niger) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ფართობი — 1267 ათასი კვ. კმ. მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 17 138 707 ადამიანს. ოფიციალური ენა — ფრანგული. მორწმუნეთა უმეტესობა (დაახ. 80 %) მუსლიმი, ხოლო დანარჩენი ქრისტიანი (დაახ. 20 %). დაყოფილია 7 დეპარტამენტად. დედაქალაქი — ნიამეი. სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო — პარლამენტი.