ბერბერო-ლიბიური ენები

ბერბერო-ლიბიური ენები (ბერბერულად: ⵜⴰⵎⴰⵣⵉⵖⵜ; იკითხება როგორც: ტამაჟით) — ბერბერების ენა, შედის აფრაზიული ენების ოჯახში. ამ ენებზე მოსაუბრე ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის და დაახლოებით 17-დან 25 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. სახელწოდება „ბერბერი“ მომდინარეობს ბერძნულიდან βάρβαροι, ლათ. barbari, და არაბ. ʔal-barbaru. სახელწოდება „ბერბერო-ლივიური“ მიუთითებს ნათესაობრივ კავშირს უძველეს ჩრდილოეთ აფრიკულ ენებთან („ლიბიურთან“), რომლის ზუსტი ურთიერთობა თანამედროვე ბერბერო-ლიბიურ ენებთან არ არის მთლად ნათელი