Qazançı kilsəsi

( შუშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი )

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალი (სომხ. Սուրբ Ամենափրկիչ մայր տաճար, Surb Amenap′rkich mayr tachar) ასევე, ვნობილი, როგორც ყაზანჩეცოცი — სომხური სამოციქულო საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში. საკათედრო ტაძარი არის სომხური სამოციქულო ეკლესიის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეპარქიის კათედრა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი აიგო 1886-1887 წლებში. იგი 1888 წელს აკურთხეს. საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელებმა 1920 წლის მარტში შუშის ხოცვა-ჟლეტის დროს დააზიანეს და შემდეგი ათწლეულების მანძილზე დეკადანსს განიცდიდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანი საკათედრო ტაძარს ასეულობით რაკეტისა და სამხედრო შეიარაღების საწყობად იყენებდა. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელთა შეტევის შედეგად დაზიანდა.

ომის დასრულების შემდეგ, 1998 წელს იგი აღადგინეს. საკათედრო ტაძარი შუშისა და ყარაბაღის ღირსშესანიშნაობას და ყარაბაღელი სომხების სიმბოლოს წარმოადგენს. კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი...დაწვრილებით

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათედრალი (სომხ. Սուրբ Ամենափրկիչ մայր տաճար, Surb Amenap′rkich mayr tachar) ასევე, ვნობილი, როგორც ყაზანჩეცოცი — სომხური სამოციქულო საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში. საკათედრო ტაძარი არის სომხური სამოციქულო ეკლესიის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეპარქიის კათედრა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი აიგო 1886-1887 წლებში. იგი 1888 წელს აკურთხეს. საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელებმა 1920 წლის მარტში შუშის ხოცვა-ჟლეტის დროს დააზიანეს და შემდეგი ათწლეულების მანძილზე დეკადანსს განიცდიდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანი საკათედრო ტაძარს ასეულობით რაკეტისა და სამხედრო შეიარაღების საწყობად იყენებდა. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს საკათედრო ტაძარი აზერბაიჯანელთა შეტევის შედეგად დაზიანდა.

ომის დასრულების შემდეგ, 1998 წელს იგი აღადგინეს. საკათედრო ტაძარი შუშისა და ყარაბაღის ღირსშესანიშნაობას და ყარაბაღელი სომხების სიმბოლოს წარმოადგენს. კათედრალის სიმაღლე 35 მეტრია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სომხური ტაძარია მთელს მსოფლიოში.

ისტორია
 
კათედრალის ხედი 2007 წელს

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, კათედრალის ადგილას თავდაპირველად პატარა ბაზილიკა მდებარეობდა. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ შუშა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი გახდა.[1] თომას დე ვაალის თქმით, შუშა ბაქოსა და ერევნის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დედაქალაქებზე უფრო მდიდარი და ფართო იყო. ქალაქი ტიფლისთან ერთად კავკასიაში სომხთა კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო..[2] რუსეთის იმპერიის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 1886 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 27 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთა 57% სომეხი, ხოლო 43% აზერბაიჯანელი იყო.[3] კათედრალის უძველესი ნაწილი, დღევანდელი სამრეკლო კოშკი 1858 წელს აიგო ხანდამირიანცების ოჯახის დაფინანსებით.[1]

კათედრალის მშენებლობა 1886 წელს დიაწყო და 1887 წელს დასრულდა. კათედრალის სახელწოდება წარმოდგება ყაზანჩიდან, ნახიჩევანის მახლობლად მდებარე სოფლის სახელწოდებიდან, რომლის მოსახლეობამაც ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო სახსრები გაიღო. კათედრალი სიმონ თერ-ჰაკობიანცმა ააგო. კათედრალი 1888 წლის 20 სექტემბერს აკუთხრეს.[4] The inscription reads:[5]

↑ 1.0 1.1 Vardanyan 1998, p. 114.Walker, Edward (2000) "No War, No Peace in the Caucasus: Contested Sovereignty in Chechnya, Abkhazia, and Karabakh", Crossroads and Conflict: Security and Foreign Policy in the Caucasus and Central Asia. Routledge, გვ. 297. ISBN 978-0-415-92273-9. „...Shusha, along with Tbilisi (Tiflis), was at one time one of the two main Armenian cities of the Transcaucasus...“  (1893) Свод статистических данных о населении Закавказского края, извлечённых из посемейных списков 1886 года (ru). Tiflis.  view onlineMkrtchyan 1988, p. 183.Mkrtchian & Davtian 1999.
Photographies by:
Ondřej Žváček - CC BY 2.5
Statistics: Position
1258
Statistics: Rank
94953

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
136548297Click/tap this sequence: 7548

Google street view

Where can you sleep near შუშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ?

Booking.com
489.878 visits in total, 9.197 Points of interest, 404 Destinations, 43 visits today.