Context of თეირანი

თეირანი (სპარს. تهران[tʰehˈɾɒ:n], სალ. [tʰehˈɾu:n]) — ირანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. არის ამავე სახელწოდების მქონე ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, ელბურსის ქედის ძირში, ზღვის დონიდან საშუალოდ 1200 მეტრ სიმაღლეზე, დემავენდის მთისძირში. კასპიიის ზღვის სანაპიროდან სამხრეთით 90 კმ-ში. ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები ზღვის დონიდან 2000 მ-მდეა განლაგებული, სამხრეთ განაპირა ნაწილი მჭიდროდ ებჯინება დაშთე-ქევირის უდაბნოს. კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტური. გამოირჩევა ეროვნული და კონფესიონალური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ სპარსელები, აზერბაიჯანელები და მაზენდანერები. მთავარი რელიგიაა ისლამი. გარდა ამისა თეირანში თავს იყრის მსხვილი ეროვნული და რელიგიური უმცირესობები როგორებიც არიან: სომხები, ასურელები, ქურთები, ...დაწვრილებით

თეირანი (სპარს. تهران[tʰehˈɾɒ:n], სალ. [tʰehˈɾu:n]) — ირანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ასევე აზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. არის ამავე სახელწოდების მქონე ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, ელბურსის ქედის ძირში, ზღვის დონიდან საშუალოდ 1200 მეტრ სიმაღლეზე, დემავენდის მთისძირში. კასპიიის ზღვის სანაპიროდან სამხრეთით 90 კმ-ში. ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები ზღვის დონიდან 2000 მ-მდეა განლაგებული, სამხრეთ განაპირა ნაწილი მჭიდროდ ებჯინება დაშთე-ქევირის უდაბნოს. კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტური. გამოირჩევა ეროვნული და კონფესიონალური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ სპარსელები, აზერბაიჯანელები და მაზენდანერები. მთავარი რელიგიაა ისლამი. გარდა ამისა თეირანში თავს იყრის მსხვილი ეროვნული და რელიგიური უმცირესობები როგორებიც არიან: სომხები, ასურელები, ქურთები, ებრაელები, ბაჰაელები და ზოროასტრიელები. თეირანის მოსახლეობა (გარეუბნებთან ერთად) აღემატება 13 მილიონ ადამიანს.

თეირანი პირველად ირანის დედაქალაქად 1786 წელს აღა მაჰმად ხანმა აირჩია, ყაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, ვინაიდან ქალაქი იყო ხელსაყრელი, იგი ახლოს იყო კავკასიასთან რუსეთ-ირანის ომების დროს და თეირანიდან ქვეყანა უკეთ იმართებოდა. დედაქალაქი რამდენჯერმე გადაიტანეს, ხოლო თეირანი არის სპარსეთის 32-ე ეროვნული დედაქალაქი. ფართომასშტაბიანი ნგრევა და რეკონსტრუქცია დაიწყო 1920-იან წლებში და თეირანი XX საუკუნეში მიგრაციის ცენტრი იყო, რადგანაც ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან მასობრივად ჩამოდიოდნენ.

თეირანის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება აზადის კოშკი, მემორიალი, რომელიც აშენდა 1971 წელს ფეჰლევიანთა დინასტიის დროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მეფობის პერიოდში, ირანის საიმპერატორო სახელმწიფოს დაარსების 2500-ე წლის აღსანიშნავად. აზადის კოშკი მსოფლიოს მეექვსე ყველაზე მაღალი კოშკია, რომლის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2007 წელს. ტაბიატის ხიდის მშენებლობა დასრულდა 2014 წელს.

თეირანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სპარსულენოვანი ხალხია, და მოსახლეობის დაახლოებით 99 %-ს ესმის და საუბრობს სპარსულად, მაგრამ აქ არის სხვა ეთნო-ლინგვისტური ჯგუფების დიდი მოსახლეობა, რომლებიც ცხოვრობენ თეირანში და მათთვის სპარსული მეორე ენაა.

თეირანში არის საერთაშორისო აეროპორტი, შიდა აეროპორტი, ცენტრალური სარკინიგზო სადგური, თეირანის მეტროს სწრაფი სატრანზიტო სისტემა, ავტობუსების სისტემა, ტროლეიბუსები და მაგისტრალების დიდი ქსელი. დაგეგმილი იყო ირანის დედაქალაქის თეირანიდან სხვა მხარეში გადატანა, ძირითადად, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისძვრების გამო. დღემდე, არცერთი საბოლოო გეგმა არ დამტკიცებულა. 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, თეირანმა 203-ე ადგილი მიიღო სიცოცხლის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით.

6 ოქტომბერი აღინიშნება თეირანის დღე, რომელიც დაფუძნებულია საკრებულოს წევრების 2016 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც 1907 წელს ყაჯარების დინასტიამ ქალაქი ოფიციალურად ირანის დედაქალაქად აირჩია.

Where can you sleep near თეირანი ?

Booking.com
490.016 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 65 visits today.