Context of ლონდონი

ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2021 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,961,989 ადამიანს, აქედან 3,535,700 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 14,257,962 ადამიანი.

ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდინიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია სიტი. დაახლოებით, XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტი, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს შეიქმნა ე.წ. დიდი ლონდონი.

ლონდონმა სამჯერ (1908, 1948 და 2012 წლებში) უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.

ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოშ...დაწვრილებით

ლონდონი (ინგლ. London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. 2021 წლის მონაცემებით, ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,961,989 ადამიანს, აქედან 3,535,700 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 14,257,962 ადამიანი.

ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდინიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია სიტი. დაახლოებით, XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტი, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს შეიქმნა ე.წ. დიდი ლონდონი.

ლონდონმა სამჯერ (1908, 1948 და 2012 წლებში) უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.

ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან — ერთ-ერთი. მას წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაშიც. ქალაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ბევრი — 480 უცხოური ბანკია. ჟურნალმა „ნიუ-იორკ“ ლონდონს XXI საუკუნის „მსოფლიოს დედაქალაქი“ უწოდა.

More about ლონდონი

Where can you sleep near ლონდონი ?

Booking.com
486.718 visits in total, 9.181 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.