Buckingham Palace

( ბაკინგემის სასახლე )

ბაკინგემის სასახლე (ინგლ. Buckingham Palace), ბუკინგემის სასახლე — ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში. „ბაკინგემის სასახლე“ ან მოკლედ — „სასახლე“ გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. აქ ცხოვრობენ სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოთა მეთაურები. სასახლის წინ მდრებაზე მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი ადგილია ხოლმე.

თავიდან სასახლეს ბაკინგემის სახლი ერქვა, რადგან ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა 1703 წელს. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ შენობა იყიდა და საკუთარ კერძო რეზიდენციად გადააქცია. მომდევნო 75 წელიწადის განმავლობაში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების — ჯონ ნეშისა და ედვარდ ბლორის მიერ: ცენტრალური ეზოს გარშემო აიგო სამი დამატებითი ფრთა.

1837 წელს ბაკინგემის სასახლე ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა დედოფალ ვიქტორიას კორონ...დაწვრილებით

ბაკინგემის სასახლე (ინგლ. Buckingham Palace), ბუკინგემის სასახლე — ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში. „ბაკინგემის სასახლე“ ან მოკლედ — „სასახლე“ გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. აქ ცხოვრობენ სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოთა მეთაურები. სასახლის წინ მდრებაზე მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი ადგილია ხოლმე.

თავიდან სასახლეს ბაკინგემის სახლი ერქვა, რადგან ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა 1703 წელს. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ შენობა იყიდა და საკუთარ კერძო რეზიდენციად გადააქცია. მომდევნო 75 წელიწადის განმავლობაში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების — ჯონ ნეშისა და ედვარდ ბლორის მიერ: ცენტრალური ეზოს გარშემო აიგო სამი დამატებითი ფრთა.

1837 წელს ბაკინგემის სასახლე ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა დედოფალ ვიქტორიას კორონაციის შემდეგ.

ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაკეთდა. სასახლეს მიემატა ვრცელი ფრთა, რომლის ფასადი აღმოსავლეთ მდელოსკენ გადის. მარმარილოს თაღი გადაიტანეს ჰაიდ-პარკში გადაიტანეს გამომსვლელთა კუთხის მახლობლად. 1913 წელს აღმოსავლეთის მთავარი ფასადი პორტლანდის ქვით მოაპირკეთეს. სწორედ ამ ცვლილებამ მისცა ბაკინგემს ახლანდელი „საზოგადოებრივი სახე“, რისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა ბაკინგემის სასახლის აივანი.

ლონდონის კერძო ბაღებს შორის უდიდესია ბაკინგემის სასახლის ბაღი. მისი თავდაპირველი დიზაინი ეკუთვნის კეპებილიტი ბრაუნს (ლანსელოტ ბრაუნი), მოგვიანებით, იგი უილიამ ტაუნსენდ ვილტონმა და ჯონ ნეშმა გადააკეთეს. 1828 წელს დასრულდა ხელოვნური ტბის დიზაინი, რომელსაც წყლით ამარაგებს ჰაიდ-პარკში არსებული სერპანტინის ტბა.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
817342659Click/tap this sequence: 7631

Google street view

Where can you sleep near ბაკინგემის სასახლე ?

Booking.com
489.963 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 12 visits today.