Context of უელსი

უელსი (ინგლ. Wales [ˈweɪlz], უელს. Cymru [ˈkəm.rɨ]) — გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.

  • ფართობი — 20,8 ათასი კვ.კმ.
  • მოსახლეობა — 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
  • დიდი ქალაქები — კარდიფი, სუონსი, ნიუპორტი.
  • ენები — ინგლისური და უელსური (18,7 %).

ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული იყო კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები „უელსის პრინცის“ ტიტულს ატარებენ.

Where can you sleep near უელსი ?

Booking.com
489.808 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 59 visits today.