Context of ამსტერდამი

ამსტერდამი (ნიდერლ. Amsterdam) — ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანის შეადგენდა. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips-სა და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები „Rijksmuseum-ის“ მუზეუმი, ვან გოგი...დაწვრილებით

ამსტერდამი (ნიდერლ. Amsterdam) — ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანის შეადგენდა. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.

XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips-სა და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები „Rijksmuseum-ის“ მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი, ანნე ფრანკის სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად საშუალოდ 4,2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

Where can you sleep near ამსტერდამი ?

Booking.com
486.714 visits in total, 9.181 Points of interest, 404 Destinations, 24 visits today.