Context of ბოლივია

ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.

ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტა...დაწვრილებით

ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.

ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.

დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.

ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.

More about ბოლივია

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 12244159
  • Area 1098581
  • Driving side right

Phrasebook

ორი
Dos
სამი
Tres
ოთხი
cuatro
ხუთი
Cinco
Ექვსი
Seis
შვიდი
Siete
რვა
Ocho
ცხრა
Nueve
ათი
Diez
გახსენით
Abierto
წყალი
Agua
საჭმელი
Alimento

Where can you sleep near ბოლივია ?

Booking.com
8.839.262 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 718 visits today.