პარაგვაი

Context of პარაგვაი

პარაგვაი , ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარანი: Tetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.

XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60 %-70...დაწვრილებით

პარაგვაი , ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარანი: Tetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.

XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60 %-70 % და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს, პარაგვაიმ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.

2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური და გუარანი. მოსახლეობის 92 % საუბრობს ესპანურად, 98 % კი გუარანზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5 %-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ. 2011 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4% შეადგინა.

Where can you sleep near პარაგვაი ?

Booking.com
8.734.352 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 7.245 visits today.