Context of ბრაზილია

ბრაზილია (პორტ. Brasil), ოფიციალურად ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა (პორტ. República Federativa do Brasil) — სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი ქვეყანა. იგი მეხუთე უდიდესი სახელმწიფოა მსოფლიოში როგორც ფართობის (8 514 877 კმ²) ისე მოსახლეობის მხრივ (193 მლნ, 2012 წ). ბრაზილია უდიდესი ლუზოფონური ქვეყანაა მსოფლიოში და ერთადერთი ამერიკაში.

ბრაზილიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, სადაც სანაპირო ზოლის სიგრძე 7,491 კმ–ს შეადგენს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ვენესუელა, გაიანა, სურინამი, და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია — საფრანგეთის გვიანა, ჩრდილო–დასავლეთით — კოლუმბია, დასავლეთით — ბოლივია და პერუ, სამხრეთ–დასავლეთით — არგენტინა და პარაგვაი, სამხრეთით — ურუგვაი. ფლობს მრავალ არქიპელაგს, მათ შორის ფერნანდუ-დი-ნორონიას, როკასს, წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს არქიპელაგს, ტრინიდადი და მარტინ ვასს. ესაზღვრება სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას, გარდა ეკვადორისა და ჩილესი.

...დაწვრილებით

მას შემდეგ, რაც 1500 წელს ბრაზილიის მიწაზე ფეხი პედრუ ალვარეშ კაბრალმა დადგა, ეს ქვეყანა პორტუგალიის კოლონია იყო 1815 წლამდე, როდესაც შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო. კოლონიური ბორკილები 1808 წელს დაიმსხვრა, როდესაც პორტულაგიაში ნაპოლენის შეჭრის შემდეგ პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დედაქალაქი ლისაბონიდან რიო-დე-ჟანეიროში გადავიდა. დამოუკიდებლობა 1822 წელს გამოცხადდა ბრაზილიის იმპერიის შექმნით, რომელიც უნიტარული სახელმწიფო იყო კონსტიტუციური მონარქიითა და საპარლამენტო სისტემით. 1889 წელს ბრაზილია საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა. ამ დროისთვის მოქმედებდა 1824 წელს ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კონსტიტუცია. ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყანამ 1988 წელს მიიღო, რომელიც ბრაზილიას ფედერალურ სახელმწიფოდ განსაზღვრავს. ფედერაცია შედგება ფედერალური რაიონების — 26 შტატისგან, რომლებიც საერთო ჯამში 5 564 მუნიციპალიტეტად იყოფა.

ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში მეექვსე უდიდესია მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით და მეშვიდე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (2011). ბრაზილიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანას ახალი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ბრაზილია დამფუძნებელი წევრია გაეროსი, დიდი ოცეულის, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის, ლათინური კავშრის, იბერო-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციის, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის, მერკოსურის, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის, არის BRIC–ის ერთ–ერთი ქვეყანა. ამავე დროს, ბრაზილია მიეკუთვნება მსოფლიოს ეკოლოგიურად 17 ყველაზე მეგამრავალფეროვან ქვეყანას; მრავალფეროვანია ველური ბუნება, ბუნებრივი გარემო, ფართოდაა წარმოდგენილი დაცული ტერიტორიები. ინდიელთა ეროვნული ფონდის მონაცემებით, ბრაზილიის ტერიტორიაზე სახლობს 67 იზოლირებული ტომი, შესაბამისად ბრაზილიაში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი არაკონტაქტური ტომი ცხოვრობს.

More about ბრაზილია

Basic information
  • Native name Brasil
  • Calling code +55
  • Internet domain .br
  • Mains voltage 220V/60Hz
  • Democracy index 6.92
Population, Area & Driving side
  • Population 203062512
  • Area 8515767
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Olá
მსოფლიო
Mundo
Გამარჯობა მსოფლიო
Olá Mundo
Გმადლობთ
obrigada
ნახვამდის
Adeus
დიახ
Sim
არა
Não
Როგორ ხარ?
Como você está?
Კარგი, მადლობა
Tudo bem, obrigado
Რა ღირს?
Quanto isso custa?
Ნული
Zero
ერთი
Um

Where can you sleep near ბრაზილია ?

Booking.com
489.316 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 143 visits today.