ლა-პასი (ესპ. La Paz) — ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი, გაშენებულია ანდების მთებში, ლა-პასის ხეობაში, ზღვის დონიდან 3660 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წლის მდგომარეობით დაახლოებით 816,044 მოსახლე ცხოვრობს, ლა-პასი მოსახლეობის მიხედვით ბოლივიის რიგით მესამე ქალაქია.

ქალაქი, მდებარეობს დასავლეთით ცენტრალურ ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ- აღმოსავლეთით, მდინარე ჩოკეიაპუს მიერ შექმნილ კანიონში. ის მდებარეობს ალტიპლანოს მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე. ქალაქს გადაჰყურებს ულამაზესი, სამ მწვერვალიანი მთა ილიმანი. მისი მწვერვალები ყოველთვის თოვლითაა დაფარული და მისი ნახვა ქალაქის მრავალი წერტილიდან არის შესაძლებელი. ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3,650 მეტრზე მდებარე ლა-პასი არის ყველაზე მაღალი დედაქალაქი მსოფლიოში. თავისი სიმაღლეების გამო, ლა-პასს აქვს არაჩვეულებრივი სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი, წვიმიანი ზაფხულითა და მშრალი ზამთრით.

ქალაქი დააარსა ალონსო მენდოსამ 1548 წელს. სახელი (La Paz — მშვიდობა) ეწოდა ესპანელ დამპყრობელთა შორის მშვიდობიან...დაწვრილებით

ლა-პასი (ესპ. La Paz) — ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი, გაშენებულია ანდების მთებში, ლა-პასის ხეობაში, ზღვის დონიდან 3660 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წლის მდგომარეობით დაახლოებით 816,044 მოსახლე ცხოვრობს, ლა-პასი მოსახლეობის მიხედვით ბოლივიის რიგით მესამე ქალაქია.

ქალაქი, მდებარეობს დასავლეთით ცენტრალურ ბოლივიაში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ- აღმოსავლეთით, მდინარე ჩოკეიაპუს მიერ შექმნილ კანიონში. ის მდებარეობს ალტიპლანოს მაღალი მთებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე. ქალაქს გადაჰყურებს ულამაზესი, სამ მწვერვალიანი მთა ილიმანი. მისი მწვერვალები ყოველთვის თოვლითაა დაფარული და მისი ნახვა ქალაქის მრავალი წერტილიდან არის შესაძლებელი. ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3,650 მეტრზე მდებარე ლა-პასი არის ყველაზე მაღალი დედაქალაქი მსოფლიოში. თავისი სიმაღლეების გამო, ლა-პასს აქვს არაჩვეულებრივი სუბტროპიკული მაღალმთიანი კლიმატი, წვიმიანი ზაფხულითა და მშრალი ზამთრით.

ქალაქი დააარსა ალონსო მენდოსამ 1548 წელს. სახელი (La Paz — მშვიდობა) ეწოდა ესპანელ დამპყრობელთა შორის მშვიდობიანობის ჩამოვარდნის აღსანიშნავად. ლა-პასი ესპანეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო, როგორც რიო-დე-პლატის ვიცე-სამეფო, ბოლივიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. დაარსების დღიდან ქალაქში მრავალი აჯანყება მოხდა. 1781 წელს აბორიგენი ლიდერი და დამოუკიდებლობის აქტივისტი ტუპაკ კატარი უძღვებოდა ქალაქის ალყას ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. 1809 წლის 16 ივლისს ბოლივიის პატრიოტმა პედრო დომინგო მურილიომ წამოიწყო რევოლუცია დამოუკიდებლობისთვის, აღინიშნა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისთვის ომის დასაწყისში, რამაც მოიპოვა სამხრეთ ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლება 1821 წელს. 1825 წელს ქალაქი საბოლოოდ გაათავისუფლა გენერალმა ანტონიო ხოსე სუკრემ. 1898 წლიდან ლა-პასი ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქია (ოფიციალური დედაქალაქია — სუკრე).

როგორც ბოლივიის სამთავრობო განლაგების ადგილას, ლა-პასში მდებარეობს საპრეზიდენტო სასახლე - Palacio Quemado. აქვე მდებარეობს ბოლივიის საკანონმდებლო ორგანო, ბოლივიის ეროვნული კონგრესი და მრავალი სამთავრობო უწყება და სააგენტო. ბოლივიის საკონსტიტუციო დედაქალაქი სუკრე ინარჩუნებს სასამართლო ხელისუფლებას. ქალაქი მასპინძლობს როგორც უცხოეთის საელჩოებს, ასევე საერთაშორისო მისიებს. ლა-პასი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სპორტული ცენტრი ბოლივიაში; ის წარმოშობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 24%-ს და წარმოადგენს მთავარ ოფისს ბოლივიის მრავალი კომპანიისა და ინდუსტრიისათვის.

ლა-პასი ასევე ლათინური ამერიკის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, რადგან მასპინძლობს კოლონიური ხანის კუთვნილ რამდენიმე ღირსშესანიშნაობას, მაგალითად, სან-ფრანცისკოს ეკლესია, ლა-პასის კათედრალი, მურილიოს მოედანი და ჟენის ქუჩა. ქალაქი განთქმულია უნიკალური ბაზრებით, განსაკუთრებით ჯადოქრების ბაზრით და აქტიური ღამის ცხოვრებით. მისი უჩვეულო ტოპოგრაფია ქალაქის და მის მიმდებარე კორდილიერა-რეალის მთებში მრავალ, უნიკალურ ბუნებრივ სანახაობას ქმნის. ლა-პასში ასევე არის მსოფლიოში უდიდესი საქალაქო საკაბელო მანქანების ქსელი. 2015 წლის მაისში, იგი ოფიციალურად აღიარეს, როგორც ახალი 7 საოცრებათა ქალაქიდან ერთ-ერთი ბეირუთთან, დოჰასთან, დურბანთან, ჰავანასთან, კუალა-ლუმპურთან და ვიგანთან ერთად.

ისტორია

ეს ტერიტორია იყო ინკების ქალაქი, რომელიც მდებარეობდა დიდ სავაჭრო გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი დამპყრობლები 1535 წელს შევიდნენ ამ მხარეში, მათ 1548 წლამდე ვერ იპოვნეს ლა-პასი. თავდაპირველად ის უნდა ყოფილიყო ადგილობრივ ინდიელთა დასახლების ლახას ტერიტორიაზე, ქალაქს ეწოდებოდა Nuestra Señora de La Paz (იგულისხმება მშვიდობის ქალბატონი). ქალაქის მდებარეობა მოგვიანებით შეიცვალა და გადავიდა ამჟამინდელ ადგილას, ჩუკიაგოს ხეობაში.[1] 

ინკების ყოფილ მიწებზე კონტროლი პედრო დე ლა გასკას მიანდო ესპანეთის მეფემ (და წმინდა რომის იმპერატორმა) იმპერატორმა კარლ V-მ. გასკამ უბრძანა ალონსო დე მენდოსას დაეფუძნებინა ახალი ქალაქი პერუში სამოქალაქო ომების დასრულების შემდეგ; ქალაქი ლა-პასი დაარსდა 1548 წლის 20 ოქტომბერს, ალონსო დე მენდოსას მიერ, რომლის პირველი მერის თანამდებობაზე დაინიშნა ხუან დე ვარგასი.[2]

1549 წელს ხუან გუტირეს პანიაგუას დაევალა ურბანული გეგმის შემუშავება, რომელზეც უნდა აღენიშნა საზოგადოებრივი ადგილები, მოედნები, ოფიციალური შენობები და საკათედრო ტაძარი. ეს იყო ესპანეთის კოლონიალური საზოგადოების იდეალებისა და ურთიერთობების გამოხატვა. La Plaza de los Españoles, რომელიც დღეს ცნობილია როგორც მურილიოს მოედანი, შეირჩა როგორც სამთავრობო შენობებისთვის, ისე მეტროპოლიტენის კათედრალისთვის.

ესპანეთი აკონტროლებდა ლა-პასს მყარი ძალით და ესპანეთის მეფეს ჰქონდა ბოლო სიტყვა ყველა პოლიტიკურ საკითხში, მაგრამ კონსულტაცია გაგრძელდა თვეების მანძილზე. მკვიდრი მოსახლეობის მიერ არეულობა მეორდებოდა XIX საუკუნის ბოლომდე. 1781, სულ ექვსი თვის განმავლობაში, აიმარელ ხალხთა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ლა-პასს, ტუპაკ კატარის ხელმძღვანელობით, მათ გაანადგურეს ეკლესიები და სამთავრობო ქონება. ოცდაათი წლის შემდეგ ინდიელებმა განახორციელეს ორთვიანი ალყა ლა-პასის წინააღმდეგ. ეს ინციდენტი იყო ეკეკოს ლეგენდის წარმოშობის საფუძველი. 1809 წელს ესპანეთის მმართველობისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ გამოიწვია აჯანყებები სამეფო კარის წინააღმდეგ. 1809 წლის 16 ივლისს პედრო დომინგო მურილიომ თქვა, რომ ბოლივიის რევოლუციამ აანთო ნათურა, რომლის გამორთვასაც ვერავინ შეძლებდა. ეს აჯანყება ოფიციალურად გახდა სამხრეთ ამერიკის ესპანეთისგან განთავისუფლების დასაწყისი. პირველი ღია აჯანყებები ესპანეთის გვირგვინის წინააღმდეგ ერთდროულად მოხდა ლა-პასში და ქალაქ სუკრეში. ეს მოვლენა ცნობილია როგორც Primer Grito Libertario de América.

პედრო დომინგო მურილიო ჩამოახრჩეს ეპანელთა მოედანზე იმავე საღამოს. მას შემდეგ, რაც ბოლივიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ლა-პასმა ამ მოედანს მისი სახელი უწოდა. იგი ახსოვთ, როგორც რევოლუციის ხმა სამხრეთ ამერიკაში.

1825 წელს, აიაკუჩოში რესპუბლიკელთა გადამწყვეტი გამარჯვების შედეგად ესპანურ არმიაზე, ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისთვის ომის დროს, ქალაქის სრული სახელი შეიცვალა La Paz de Ayacucho-დ (იგულისხმება აიაკუჩოს მშვიდობა).

 
ბოლივიის საკანონმდებლო სასახლე

1898 წელს, ლა-პასმა ჩამოაყალიბა დე ფაქტო ეროვნული მთავრობა, სადაც ქალაქმა სუკრემ მიიღო ნომინალური ისტორიული და სასამართლო დედაქალაქის წოდება.

Crespo, Alberto (Alberto Crespo Rodas) (1998). 450 Anos De La Fundación De La Paz. Cochabamba, Bolivia: Canelas. Crespo, Alberto (Alberto Crespo Rodas) (1980). Alonzo de Mendoza: Fundador de La Paz. La Paz, Bolivia: Biblioteca Popular Boliviana de Última Hora. 
Photographies by:
Roderick Peel - CC BY-SA 4.0
Roderick Peel - CC BY-SA 4.0
Caleidoscopic - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
3205
Statistics: Rank
114441

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
467319852Click/tap this sequence: 9963
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near ლა-პასი ?

Booking.com

What can you do near ლა-პასი ?

9.003.581 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 920 visits today.