Salar de Uyuni

( სალარ-დე-უიუნი )

სალარ-დე-უიუნი (ესპ. Salar de Uyuni) — მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ბოლივიაში. მდებარეობს პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე. მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ჩამოყალიბდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქით. ასევე მოიცავს მლაშე გუბურებს, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%. ამ ტერიტორიაზე გაედინება მთავარი სატრანსპორტო გზა, რომელიც კვეთს ბოლივიის ალტიპლანოს. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის ალტიმეტრული დაკალიბრების მეთოდით.

Photographies by:
Christopher Crouzet - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
30
Statistics: Rank
3202409

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
786159342Click/tap this sequence: 6682
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Videos

Where can you sleep near სალარ-დე-უიუნი ?

Booking.com
8.720.071 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 6.209 visits today.