Context of არგენტინის მესოპოტამია

არგენტინის მესოპოტამია (ესპ. La Mesopotamia, Región Mesopotámica) — ტენიანი და მწვანე რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინაში. მოიცავს პროვინციებს: მისიონესი, ენტრე-რიოსი და კორიენტესი. ეს ტერიოტია მდებარეობს ორ მდინარეს — ურუგვაისა და პარანას შორის.

ამ ორი მდინარის საკმაოდ დიდ მანძილზე პარალელურმა დინებამ და მათ შორის მწვანე სივრცემ, წარმოქმნა ასოციაცია თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატსა და ტიგროსს შორის მდებარე მესოპოტამიასთან, რის გამოც ასე უწოდეს ამ რეგიონსაც.

მესოპოტამიაში არგენტინის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. მათ შორის იგუასუს ეროვნული პარკი, ჩანჩქერი იგუასუ, იეზუიტთა მონასტრები.

რეგიონი ბრაზილიის ცენტრალური პლატოს ნაწილია. აგვისტო და სექტემბერი საშინლად წვიმიანია, ნალექების წლიური მაჩვენებელი 2.000 მმ-ს შეადგენს.

More about არგენტინის მესოპოტამია

Where can you sleep near არგენტინის მესოპოტამია ?

Booking.com
487.378 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 4 visits today.