ბელგია

Ad Meskens - CC BY-SA 3.0 Wolfgang Staudt - CC BY 2.0 Joris Van Grieken at en.wikipedia - Public domain Moyaertsd - CC BY-SA 4.0 Dominique Uyttenhove - CC BY-SA 4.0 Evangelidis - CC BY 3.0 Debonne, Vincent - CC BY 4.0 Wolfgang Staudt - CC BY 2.0 Johan Bakker - CC BY-SA 3.0 Pbrundel - CC BY-SA 3.0 Debonne, Vincent - CC BY 4.0 Wolfgang Staudt from Saarbruecken, Germany - CC BY 2.0 Trougnouf (Benoit Brummer) - CC BY 4.0 Jean-Pol GRANDMONT - CC BY 2.5 Lorenae - CC BY-SA 3.0 User:Jérôme - CC BY-SA 3.0 BUFO8 - CC BY-SA 3.0 Hans Erren - CC BY-SA 4.0 Evangelidis - CC BY 3.0 Moyaertsd - CC BY-SA 4.0 Unknown authorUnknown author - CC BY-SA 4.0 Pbrundel - CC BY-SA 3.0 Sébastien Santoro aka Dereckson - CC BY 3.0 Pbrundel - CC BY-SA 3.0 Michiel Hendryckx - CC BY-SA 4.0 Benh LIEU SONG - CC BY-SA 3.0 Evangelidis - CC BY 3.0 Wernervc - CC BY-SA 3.0 Inoue-hiro - CC BY-SA 3.0 Hans Hillewaert - CC BY-SA 3.0 Alma Craioveanu - CC BY-SA 4.0 Lorenae - CC BY-SA 3.0 Michael Kramer - CC BY-SA 3.0 Steve Collis from Melbourne, Australia - CC BY 2.0 Pbrundel - CC BY-SA 3.0 Ken Eckert - CC BY-SA 4.0 Elke Wetzig (elya) - CC BY-SA 3.0 Sébastien Santoro aka Dereckson - CC BY 3.0 Fred Romero from Paris, France - CC BY 2.0 Inoue-hiro - CC BY-SA 3.0 Lennart Tange - CC BY 2.0 Trougnouf (Benoit Brummer) - CC BY 4.0 Remi Jouan - CC BY-SA 3.0 Motorsportvereniging Mike the Bike, Weert - CC BY-SA 3.0 https://www.flickr.com/photos/jiuguangw/ - CC BY-SA 2.0 Visitlimburg.be - CC BY-SA 4.0 Marc Ryckaert - CC BY 2.5 No images

Context of ბელგია

ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,689 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.

ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,492,641 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადი...დაწვრილებით

ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდები (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,689 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.

ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,492,641 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვე პროტესტანტები, იუდეველები და სხვა.

ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძველი წელთაღრიცხვის 57 წელს რომაელებმა დაიპყრეს. III-V საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები, ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. V-IX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.

1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ნიდერლანდებს შეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.

ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.

Where can you sleep near ბელგია ?

Booking.com
500.976 visits in total, 9.227 Points of interest, 405 Destinations, 861 visits today.