Context of ნიდერლანდები

ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში. ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის — ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისათვის მისი თორმეტი პროვინციიდან ამ სახელწოდებით მხოლოდ ორია ცნობილი — (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).

ნიდერლანდების ტერიტორიის 20 % (სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21 % ცხოვრობს) ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს, ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს. სწორედ ამ ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლიდან მოხდა ქვეყნის სახელწოდებ...დაწვრილებით

ნიდერლანდები (ნიდერლ. Nederland) — ნიდერლანდების სამეფოს დამფუძნებელი ქვეყანა. ის ძირითადად მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და ასევე კარიბის რამდენიმე კუნძულზე. ევროპის ნიდერლანდებს ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთის ზღვა, სამხრეთით ბელგია, აღმოსავლეთიდან გერმანია. ნიდერლანდებს საზღვაო საზღვრები აქვს ბელგიასთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ის წარმოადგენს საპარლამენტო დემოკრატიის უნიტარულ სახელმწიფოს. ქვეყნის დედაქალაქია ამსტერდამი, ხოლო მთავრობა განთავსებულია ჰააგაში. ნიდერლანდებს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ მისი ისტორიული რეგიონის — ჰოლანდიის სახელით, თუმცა დღეისათვის მისი თორმეტი პროვინციიდან ამ სახელწოდებით მხოლოდ ორია ცნობილი — (ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდია).

ნიდერლანდების ტერიტორიის 20 % (სადაც ქვეყნის მოსახლეობის 21 % ცხოვრობს) ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს, ხოლო მთლიანი ტერიტორიის 50%-ის აბსოლუტური სიმაღლე მხოლოდ ერთ მეტრს აღწევს. სწორედ ამ ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლიდან მოხდა ქვეყნის სახელწოდების დამკვიდრება როგორც მშობლიურ — Nederland, ასევე სხვა ევროპულ ენებზეც (გერმანულად: Niederlande, პორტუგალიურად: Países Baixos, ხორვატიულად: Nizozemska, ესპანურად: Países Bajos, ფრანგულად: Les Pays-Bas, შვედურად: Nederländerna, ნორვეგიულად: Nederland, იტალიურად: Paesi Bassi, ბერძნულად: Κάτω Χώρες, ფინურად: Alankomaat), რაც ითარგმნება როგორც დაბალი ქვეყანა. ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ტერიტორიების უმეტესობა საუკუნეების მანძილზე ხელითაა შექმნილი. ნიდერლანდების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ევროპის სამი მნიშვნელოვანი მდინარის ესტუარს — რაინი-მაასი-შელდის დელტას.

More about ნიდერლანდები

Basic information
  • Currency ევრო
  • Native name Nederland
  • Calling code +31
  • Internet domain .nl
  • Speed limit 130
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 8.96
Population, Area & Driving side
  • Population 17590672
  • Area 41543
  • Driving side right

Phrasebook

გამარჯობა
Hallo
მსოფლიო
Wereld
Გამარჯობა მსოფლიო
Hallo Wereld
Გმადლობთ
Dank je
ნახვამდის
Tot ziens
დიახ
Ja
არა
Nee
Როგორ ხარ?
Hoe gaat het met je?
Კარგი, მადლობა
Fijn, bedankt
Რა ღირს?
Hoeveel is het?
Ნული
Nul
ერთი
Een

Where can you sleep near ნიდერლანდები ?

Booking.com
486.697 visits in total, 9.181 Points of interest, 404 Destinations, 7 visits today.