Context of ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი (ლუქს. Lëtzebuerg; ფრანგ. Luxembourg; გერმ. Luxemburg), ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. Groussherzogtum Lëtzebuerg; ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg; გერმ. Großherzogtum Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთით გერმანიას და სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. დედაქალაქი ლუქსემბურგი, ბრიუსელთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის სამი ოფიციალური დედაქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სასამართლო და ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო. ქვეყნის კულტურა, მოსახლეობა და ენა, გადაჯაჭვულია მეზობლებზე, რაც არსებითად ფრანგული და გერმანული კულტურის ნარევია. მეზობელი ქვეყნების მხრიდან რიგი შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყანას გაუჩნდა მედიაციის ნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რაც გამოიწვია ევროკავშირის შე...დაწვრილებით

ლუქსემბურგი (ლუქს. Lëtzebuerg; ფრანგ. Luxembourg; გერმ. Luxemburg), ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. Groussherzogtum Lëtzebuerg; ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg; გერმ. Großherzogtum Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. დასავლეთით და ჩრდილოეთით ბელგიას, აღმოსავლეთით გერმანიას და სამხრეთით საფრანგეთს ესაზღვრება. დედაქალაქი ლუქსემბურგი, ბრიუსელთან და სტრასბურგთან ერთად, ევროკავშირის სამი ოფიციალური დედაქალაქიდან ერთ-ერთია, სადაც განლაგებულია ევროკავშირის სასამართლო და ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო. ქვეყნის კულტურა, მოსახლეობა და ენა, გადაჯაჭვულია მეზობლებზე, რაც არსებითად ფრანგული და გერმანული კულტურის ნარევია. მეზობელი ქვეყნების მხრიდან რიგი შემოსევების შემდეგ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ქვეყანას გაუჩნდა მედიაციის ნება საფრანგეთსა და გერმანიას შორის, რაც გამოიწვია ევროკავშირის შექმნა.

ქვეყანა შედგება ორი ძირითადი რეგიონისგან: ესლინგი, ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი და არდენების ნაწილი, და გუტლენდი („კარგი მიწა“), ქვეყნის სამხრეთი ნაწილი. 2,586 კმ² ფართობით, ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა (დაახლოებით იგივე ზომისაა, როგორიც როდ-აილენდია და ნორტჰამპტონშირია). 2012 წელს ოქტომბერში, ლუქსემბურგის მოსახლეობამ 524,853 კაცი შეადგინა და გახდა ევროპის მე-8 ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა. ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა წარმომადგენლობითი დემოკრატიით, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ჰერცოგი ანრი. ლუქსემბურგი მსოფლიოს დარჩენილი ერთადერთი დიდი საჰერცოგოა. ლუქსემბურგი განვითარებული ქვეყანაა, განვითარებული ეკონომიკით და გაეროს 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ-თი (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე. ქვეყნის ცენტრალური მდებარეობა, ისტორიულად მიანიჭა მას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. თავდაპირველად დაარსდა, როგორც რომაული ციხესიმაგრე, ადრეული შუა საუკუნეებში, იგი მსახურობდა სასიცოცხლო ციხესიმგრეთ ფრანგებისთის, ასევე XVI-XVII საუკუნეებში, დასაყრდენი იყო ესპანეთის გზაზე.

ლუქსემბურგი ევროკავშირის, ეთგოს, გაეროს, ნატოსა და ბენილუქსის დამფუძნებელი წევრია, რაც ასახავს მის პოლიტიკურ კონსენსუსს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქალაქი ლუქსემბურგი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია, ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტისა და სააგენტოს დისლოცირების ადგილია. ლუქსემბურგი, 2013-2014 წლებში, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი იყო, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. 2016 წელს, ლუქსემბურგის მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო ან ჩასვლისას ვიზის ხელმისაწვდომობა 172 ქვეყნაში, ამით ლუქსემბურგულმა პასპორტმა მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა, კანადურ და შვეიცარიულ პასპორტთან ერთად.

Where can you sleep near ლუქსემბურგი ?

Booking.com
487.364 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 49 visits today.