ვაფლი

ვაფლი - ცომეული კერძი, რომელიც ფორმის, ზომის და ტექსტურის მისაცემად ფიგურული დაფების შორის იტკეპნება. არსებობს ვაფლის ბევრი ვარიაცია რეცეპტის, გამოყენებული ხელსაწყოსა და ცომის ტიპის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭო სფეროში ცნობილი თხელი, მკვრივი, ორცხობილას მსგავსი ვაფლი კარდინალურად განსხვავდება ევროპაში და ამერიკაში ცნობილი რბილი, ნამცხვრის მსგავსი ვაფლისგან. შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც სხვა საკონდიტრო ნაწარმის ნაწილი. ვაფლი პოპულარულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ბელგიაში, სადაც მზადდება ადგილობრივი ტრადიციული მეთოდებით.[1]