შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

შატილი — ციხე-სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე, შატილისწყლისა და არღუნის შესართავთან, მდინარე არღუნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დუშეთიდან 115 კილომეტრში. თარიღდება შუა საუკუნეებით . შატილი საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. სოფელი შატილის თემის ცენტრია.

ციხე-სოფელი განლაგებილია მიუვალი კლდის კეხზე. უკავია მცირე ტერიტორია და ერთმანეთზე მიდგმული ციხე-სახლებით ქმნის ერთ მთლიან თავდაცვით სისტემას. 1970 წელს აქ სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანებამ. 1972 წელს ჩატარდა 12 კოშკის არქეოლოგიური გამოკვლევა. ციხე-სოფლის საიმედოდ ჩაკეტილი ზღუდე, რომელიც რელიეფს მიჰყვება, ერთმანეთთან მიჯრით მდგარი შენობების გარეთა კედლებია. სოფელში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, მდინარეზე გადებული ხის მორების ხიდით, რომელიც საჭიროების დროს ადვილად აიყრ...დაწვრილებით

შატილი — ციხე-სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე, შატილისწყლისა და არღუნის შესართავთან, მდინარე არღუნის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, დუშეთიდან 115 კილომეტრში. თარიღდება შუა საუკუნეებით . შატილი საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. სოფელი შატილის თემის ცენტრია.

ციხე-სოფელი განლაგებილია მიუვალი კლდის კეხზე. უკავია მცირე ტერიტორია და ერთმანეთზე მიდგმული ციხე-სახლებით ქმნის ერთ მთლიან თავდაცვით სისტემას. 1970 წელს აქ სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანებამ. 1972 წელს ჩატარდა 12 კოშკის არქეოლოგიური გამოკვლევა. ციხე-სოფლის საიმედოდ ჩაკეტილი ზღუდე, რომელიც რელიეფს მიჰყვება, ერთმანეთთან მიჯრით მდგარი შენობების გარეთა კედლებია. სოფელში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა, მდინარეზე გადებული ხის მორების ხიდით, რომელიც საჭიროების დროს ადვილად აიყრებოდა სოფლის ჩასაკეტად. თავდაცვითი საჭიროებით იყო განპირობებული რელიეფის შესაბამისად ტერასულად განლაგებული შენობების სიმჭიდროვეც, სადაც ერთი სახლის სახურავი მეორის ბანია და ა. შ. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ქვის კიბით იწყება ვიწრო ქუჩა, იგი აუყვება შენობებს შორის რთულ რელიეფს და სოფელს ჩრდილოეთის კიდემდე აღწევს.

შატილის სახლები შეიძლება XVII საუკუნით ან XVIII საუკუნის დასაწყისით დათარიღდეს.

Photographies by:
Yasuhiro Kojima - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
5224
Statistics: Rank
71470

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
824763915Click/tap this sequence: 3647
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ?

Booking.com

What can you do near შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ?

8.826.224 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 742 visits today.