Санкт-Петербург

( სანქტ-პეტერბურგი )

სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924-1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო , დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.

ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლ...დაწვრილებით

სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924-1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო , დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.

ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი. სანქტ-პეტერბურგს 1965 წელს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭეს.

მოსახლეობა 5 131 942 ადამიანია (2014). სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე, მოსკოვის შემდეგ. ქალაქი, სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია, ფართობი — 1439 კმ², ამავე მაჩვენებლითაც მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში.

სანქტ-პეტერბურგი — რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული. ქალაქი, ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობებია: ერმიტაჟი, მარიინსკის თეატრი, რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, რუსული მუზეუმი, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, ისააკის ტაძარი და სხვა.

ისტორია პრეისტორია, ქალაქის დაარსება და XVIII საუკუნე
 
ზაფხულის ბაღი
 
ბრინჯაოს მხედარი
 
დომენიკო ტრეზინის მიერ 1716-1717 წლებში შედგენილი სანქტ-პეტერბურგის გენერალური გეგმა
 
საადმირალოს გამზირი, 1753

თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე ადამიანების კვალი ჯერ კიდევ გამყინვარების ბოლო პერიოდიდან იკვეთება, სწორედ ამ პერიოდიდანვე იწყება ხალხის დასახლება. დაახლოებით 12 ათასი წლის წინ ამ ტერიტორიაზე გამოჩნდნენ თანამედროვე ფინურ-უგორული ხალხის წინაპრები[1]. VIII-IX საუკუნეებში მდინარე ნევის სანაპიროებზე დასახლდნენ აღმოსავლეთ სლავური წარმოშობის ხალხი: ილმენის სლავები და კრივიჩები. ისინი დაკავებულნი იყვნენ მესაქონლეობით, ნადირობით, მეთევზეობით და ტყის საფარის გაკაფვა-დაწვით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არ ქონის გამო. IX საუკუნეში ეს მიწები ერთიანი ძველი სლავური სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა, რომელიც დიდი ნოვგოროდის ტერიტორიის ნაწილს შეადგენდა და ეწოდებოდა „ვოდსკაია პიატინა“. ამ ტერიტორიას მარჯვნიდან — კარელიის მიწები, ხოლო მარცხნიდან — იჟორის მიწები ესაზღვრებოდა. VIII—XIII საუკუნეებში მდინარე ნევაზე მოეწყო საზღვაო-სამდინარო მოგზაურობა, რომელიც „აღმოსავლეთის მოგზაურობის“ სახელითაა ცნობილი, ეს მოგზაურობა დაიწყო სკანდინავიიდან და აღმოსავლეთი ევროპის გავლით დასრულდა ბიზანტიაში[2]. სწორედ ამ პერიოდში ნოვგოროდის რესპუბლიკა მუდმივად ებრძოდა შვედეთს. 1240 წლის 15 ივლისს მდინარეების: იჟორისა და ნევის შესართავთან მოხდა ბრძოლა, რომელიც ნევის ბრძოლის სახელითაა ცნობილი, ნოვგოროდის ლაშქარსა (მეთაურობდა ალექსანდრე ნეველი) და შვედედებს შორის. 1300 წელს შვედებმა ოხტასა და ნევის შესართავთან ააგეს ციხესიმაგრე ლანდსკრონა, თუმცა ეს ციხესიმაგრე ერთი წლის შემდეგ ნოვგოროდის და ადგილობრივი ტომების გაერთიანებულმა ჯარმა ჯერ აიღეს, შემდეგ კი გაანადგურეს. შემდეგ წლებში ციხესიმაგრე ლანდსკრონის ადგილას იყო სავაჭრო დასახლება ნიენშანცი. XV საუკუნეში, იჟორის მიწები, რომელიც ნოვგოროდის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, შეუერთდა მოსკოვის დიდი სამთავროს. 1614-1617 წლებში მომხდარ რუსეთ-შვედეთის ომის შემდეგ ნევიისპირა მიწები შვედეთის სამეფოს დაქვემდებარებაში შევიდა, მათი სამეფოს ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი ქალაქი ნიენი მდებარეობდა ციხესიმაგრე ნიენშანცის მახლობლად, რომელიც 1611 წელს ლანდსკრონის ადგილზე აშენდა[3].

დიდი ჩრდილოეთის ომის შემდეგ, რომელიც 1700-1721 წლებში მიმდინარეობდა, შვედეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ნევის სანაპირო ტერიტორიები დაიბრუნა რუსეთმა (ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით, რომელსაც 1721 წლის 30 აგვისტოს (10 სექტემბერი) მოეწერა ხელი). 1703 წლის 16 (27) მაისს ნევის შესართავთან ნიენის მახლობლად პეტრე I-ის ბრძანებით დაიწყეს სანქტ-პეტერბურგის მშენებლობა[2]. ქალაქის პირველი შენობა იყო პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, რომელიც რეფორმატორი მეფის ბრძანებით აიგო კურდღლის კუნძულზე[4]. ახალი ციხესიმაგრის მთავარი დანიშნულება ნევის დელტაში არსებულ ორ მდინარეს: ნევასა და დიდ ნევკას შორის არსებულ ტერიტორიაზე ფარვატერის გადაეკეტვა იყო. 1704 წელს რუსეთის საზღვაო საზღვრის დაცვის მიზნით კუნძულ კოტლინზე ააგეს ციხესიმაგრე კრონშტადტი. ახალი ქალაქი პეტრე I-თვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი იყო რუსეთის დასავლეთ ევროპასთან დასაკავშირებლად.

ქალაქის დაარსებიდან პირველი ათწლეულის განმავლობაში მისი ცენტრალური ნაწილი კუნძულზე მდებარეობდა, ქალაქი-კუნძული იყო (პეტროგრადის კუნძული), ამ კუნძულზე მდებარეობდა ქარვასლა (რუს. Гостиный двор), სამების ტაძარი, მრავალი ოფიციალური დაწესებულება, სახელოსნო გაერთიანებები და სამხედრო ნაწილები. ქალაქის პირველი სავაჭრო დაწესებულება იყო საადმირალო ვერფი (მთავარი საადმირალო), რომელიც 1705 წელს საადმირალოს კუნძულზე გაიხსნა. ამ კუნძულზე შემდეგ წლებში აშენდა საადმირალოს გემთსაშენები, პეტრე I-ის ზამთრისა და ზაფხულის სასახლეები, ასევე ზაფხულის ბაღი. 1712 წელს სანქტ-პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა, 1713 წელს სამეფო კარის ყველა წევრი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა, ქალაქში გადმოიტანეს მმართველი სენატიც. პეტრე I-ის ბრძანებით 1712 წლის 16 იანვრიდან ქალაქში დაარსდა საინჟინრო და საარტილერიო სკოლები. 1712 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სანქტ-პეტერბურგის გენერალური გეგმა უნდა შექმნილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო ქალაქის სხვადასხვა ნაწილის განაშენიანება: ვასილის კუნძული (რომელიც მომდევნო წლებში ქალაქის ცენტრი გახდა), ვიბორგის მხარე, დაიწყო გარეუბნებში მიმდებარე სასახლეების გარდაქმნა-განვითარება: პეტერგოფი, ეკატერინგოფი, ორანიენბაუმი (თან. ქალაქი ლომონოსოვი). 1725 წლიდან დაიწყო სმოლნის და სამსხმელოს ეზოების, აგურის, ცვილის, დენთის, იარაღის, შპალერის, ტყავისა და სხვა ქარხნების მშენებლობა. 1724 წელს მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადავიდა ზარაფხანა[3]. 1725 წელს დაარსდა პეტერბურგის მეცნიერების აკადემია, სადაც 1728 წლიდან გამოდიოდა პირველი რუსული გაზეთი „სანქტ-პეტერბურგის უწყებანი“ [5].

XVIII საუკუნეში სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ხანძრებისა და წყალდიდობების შედეგად, პეტროვის გამზირზე მდებარე მრავალი შენობა განადგურდა ან სერიოზული ზიანი მიადგა. 1736 წლის ზაფხულსა და 1737 წელს მოხდა ორი ხანძარი, რომელთა შედეგადაც სრულიად დაიწვა ხის მასალისგან აგებული საზღვაო გარეუბნის შენობები და ასევე საადმირალოს კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1737 წელს იმპერატორ ანას ბრძანებით შეიქმნა სანქტ-პეტერბურგის სამშენებლო კომისია პიოტრ ეროპკინის მეთაურობით[6]. ამ კომისიის მიერ წარმოდგენილი სანქტ-პეტერბურგის განვითარების გეგმა დამტკიცდა. ამ გეგმის მიხედვითვე ქალაქის განვითარება დაიწყო მთავარი საადმირალოდან, რომელიც შემდეგ ქალაქის ცენტრი უნდა გამხდარიყო, ქალაქის მთავარი მაგისტრალი კი ნევის გამზირი გახდა. სანქტ-პეტერბურგი რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა, შეიქმნა მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები: რუსეთში პირველი ქალთა სასწავლო დაწესებულება — სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, იმპერატორის სამხატვრო აკადემია, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო ინსტიტუტი, მასწავლებლების მომზადების სახალხო სასწავლებელი. ქალაქში განვითარდა კულტურული ცხოვრებაც. 1756 წლის 30 აგვისტოს გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო რუსეთში პირველი სახელმწიფო თეატრი (თანამ. ალექსანდრეს თეატრი). სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ქვის სამშენებლო კომისია რეგულარულად აკონტროლებდა პატარა მდინარეებისა და არხების, ასევე არქიტექტურული ანსამბლების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ამავე წლებში დაიწყო ნევის, ფონტანკის და სხვა მრავალი მდინარისა და არხის სანაპიროების გრანიტით მოპირკეთება. XVIII საუკუნის ბოლოს ქალაქის მოსახლეობა 220 ათას ადამიანს შეადგენდა, ამ მაჩვენებლით იგი მოსკოვსაც უსწრებდა. ამ პერიოდში ქალაქში მოქმედი 75 ტაძრიდან 60 მართლმადიდებლური იყო. 1780 წლისათვის ქალაქში 1200-ზე მეტი ქუჩა და ჩიხი, ასევე 3300 სახლი იყო, ქალაქის მთლიანი ცენტრალური ნაწილი სრულიად მოპირკეთებული იყო[3][5]. 1786 წელს შეიქმნა ქალაქის თვითმმართელი ორგანო — სანქტ-პეტერბურგის საქალაქო დუმა[7].

XIX საუკუნის პეტერბურგი

1809 წელს ქალაქში სახელმწიფო სატრანსპორტო ინსტიტუტი, 1806 წელს საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტი და 1811 წელს ცარსკოე-სელოს საიმპერატორო ლიცეუმი გაიხსნა. 1824 წლის 7 (19) ნოემბერს პეტერბურგის ისტორიაში უდიდესი წყალდიდობა მოხდა, წყლის დონემ 421 სანტიმეტრით მოიმატა. ამ წყალდიდობის შედეგად 400-დან 4000-მდე ადამიანი დაიღუპა, მატერიალურმა ზარალმა კი მრავალი მილიონი რუბლი შეადგინა. 1825 წლის 14 (26) დეკემბერს სენატის მოედანზე წარუმატებლად დასრულდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში სასახლის, სენატის, ალექსანდრინსკისა (დღევანდელი ოსტროვსკი) და მიხაილოვსკის მოედნებზე, ასევე ვასილევსკის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დასრულდა არქიტექტურული ანსამბლების მოწყობა-გაფორმება. ამ და ქალაქის სხვა ნაწილებსა და მის შემოგარენში მდებარე შენობებისა და არქიტექტურული ანსამბლების შექმნაზე მუშაობდნენ, ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორებიც იყვნენ: კარლ როსი (ანიჩკოვის სასახლის რეკონსტრუქცია, ელაგინის სასახლე, სენატისა და სინოდის შენობა, მიხაილოვის სასახლე, ალექსანდრინსკის თეატრის შენობა), ჯაკომო კვარენგი (სმოლნის შენობა), ანდრეიან ზახაროვი (1803-04 წლების ვასილევსკის კუნძულის განაშენიანება, მთავარი საადმირალო, ჟან თომა დე თომონი (ბირჟის შენობა), ანდრეი ვორონიხინი (ყაზანის ტაძარი, სახელმწიფო ხაზინის სახლი), ოგიუსტ მონფერანი (ალექსანდროვსკაიას კოლონა, ისააკის ტაძარი) და მრავალი სხვა.[8] ამ პერიოდისთვის უკვე მძლავრად იყო განვითარებული მრეწველობა — 1830-იან წლებში კი სანქტ-პეტერბურგში 300-მდე ფაბრიკა-ქარხანა მუშაობდა, 1870-იანი წლებისთვის 25 ბანკი, ხოლო საუკუნის მიწურულისთვის კი ქალაქში უკვე 500-მდე საწარმო მუშაობდა. ქალაქის შემოგარენში შენდებოდა მსხვილი ქარხნები — კიროვის, ობუხოვის, ბალტიის. იზრდებოდა ინდუსტრიული და საცხოვრებელი რაიონები ვიბორგის მხარეს, ნარვსკის, მოსკოვისა და ნევის კარიბჭეების მიმდებარე ტერიტორიებზე, ქალაქის ცენტრში შენდებოდა მრავალრიცხოვანი „შემოსავლიანი სახლები“. 1800 წელს საადმირალოს ქარხნებში გამოუშვეს პირველი ორთქლის მანქანა, 1815 წელს წყალში ჩაუშვეს პირველი რუსული გემი „ელიზავეტა“, 1843 წლიდან ალექსანდროვის თუჯსასხმელ ქარხანაში წარმოებაში ჩაეშვა მატარებლის მოძრავი შემადგენლობა, 1875 წელს გამოუშვეს პირველი რუსული ორთქლმავალი.[3] მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1836 წელს სანქტ-პეტერბურგსა და ცარსკოე-სელოს შორის გაყვანილი რკინიგზის ხაზი. 1851 წლის 18 აგვისტოს პეტერბურგიდან მოსკოვში გავიდა პირველი მატარებელი, მალევე ამ სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა რეგურალური გახდა. 1837 წელს ცარსკოე-სელოს, 1850-იან წლებში ნიკოლაევის, ვარშავისა და ბალტიის, ხოლო 1870 წელს ფინეთის სადგურები გაიხსნა. განვითარდა ნაოსნობა: 1885 წელს გუტუევსკის კუნძულზე 32 კილომეტრიანი საზღვაო არხისა და საზღვაო პორტის მშენებლობა დასრულდა. ქალაქის მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის 1863 წლიდან წყალსადენები აშენდა ცენტრალურ რაიონებში, 1876 წლიდან კი — ვასილევსკის კუნძულზე, პეტროგრადისა და ვიბორგის მხარეებში (ისტორიული რაიონები). 1882 წელს პეტერბურგში პირველი საქალაქო სატელეფონო სადგური ამუშავდა, ხოლო 1897 წლიდან ერიქსონის ქარხანაში (დღევანდელი „კრასნაია ზარია“) სატელეფონო აპარატების წარმოება დაიწყო. ამ ყველაფრის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა პეტერბურგის, როგორც რუსეთის პოლიტიკური და სამეცნიერო ცენტრის განვითარება. 1839 წელს გაიხსნა პულკოვოს ობსერვატორია, 1845 წელს — რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება.1890-იანი წლებისთვის ქალაქში 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებდა.[7]

Perrot View of the Smolny Convent 1841.jpg 
Plan SPb 1885-1887.jpg 
Alexandrinsky Theatre 1917.jpg 
HorsetramSPbBirjevayaSquare1906.jpeg 
ფ.ვ. პერო. ხედი სმოლნის მონასტერზე.
1841 წელი სანქტ-პეტერბურგის გეგმა. 1887 ალექსანდრინსკის თეატრი და ეკატერინე მეორის ძეგლი. 1900-იანი წლების ფოტო ბირჟის შენობა ვასილევსკის კუნძულზე. 1908 წლის ფოტო სამი რევოლუციის ქალაქი. საბჭოთა პეტროგრადი — ლენინგრადი
 
თებერვლის რევოლუციის დროს დაღუპულთა მემორიალი, მარსის მოედანი
 
კრეისერი „ავრორა“

1897 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 1 265 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის პეტროგრადის მოსახლეობა უკვე 2 მილიონს აჭარბებდა (მე-3 ადგილი ევროპაში ლონდონისა და პარიზის შემდეგ). 1905—1907 წლების რევოლუციების შედეგად, რომელთა დაწყების მიზეზიც სისხლიანი კვირა გახდა, პირველად რუსეთის ისტორიაში შეიქმნა პარლამენტი — სახელმწიფო დუმა. მეოცე ასწლეულის დასაწყისში ქალაქის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა. 1913 წლისათვის პეტროგრადის სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობამ 632 მილიონი რუბლი შეადგინა, 1012 საწარმოში დასაქმებულთა საერთო რიცხვი 242,6 ათას ადამიანს აღწევდა. ქალაქი რუსეთის საერთო ინდუსტრიული პროდუქციის 12 % აწარმოებდა, მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობით: ელექტროენერგეტიკულ ნაწარმს, ქიმიურ პროდუქციას, მანქანებსა და ტექსტილებს. ქალაქში განთავსებული იყო 767 ბანკი. დედაქალაქის ინდუსტრიის ელექტროენერგიას უზრუნველყოფდა 294 ელექტრო და 3 თბოელექტროსადგური. 1914 წლისთვის პეტროგრადის 60 უმაღლეს სასწავლებელში დაახლოებით 40 ათასი სტუდენტი სწავლობდა.[3]

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქში არსებული სიტუაცია. ჯერ კიდევ 1914 აგვისტოში ქალაქი ანტიგერმანულმა განწყობამ მოიცვა, 1917 წლისათვის უკვე სასურსათო მარაგის პრობლემა გაჩნდა, რაც ქალაქში არსებული გრძელი რიგებით გამოიხატებოდა. ამავე წლის 23-27 თებერვლის მოვლენები თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. 25 ოქტომბერს (7 ნოემბერი) ქალაქის მმართველი ორგანოები შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ბოლშევიკებმა დაიკავეს, მათვე ჩამოაყალიბეს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა, რომლის დედაქალაქი პეტროგრადი გახდა. სამოქალაქო ომის მსვლელობისას ანტიბოლშევიკური არმიის მმართველებთან სიახლოვის გამო ლენინი გაემგზავრა მოსკოვში, 1918 წლის 5 მარტს კი ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი გახდა. 1924 წლის 26 იანვარს ლენინის სიკვდილის შემდეგ პეტროგრადს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანებით ეწოდა ლენინგრადი.[9].

1917—1919 წლის კატასტროფული მოვლენების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, 1920 წლისათვის მოსახლეობა მხოლოდ 722 000 ადამიანს შეადგენდა.[10] ამ ყველაფრის მიუხედავად ქალაქში ცხოვრება მაინც უმჯობესდებოდა. ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრალურ რაიონებში ამ პერიოდში 300 ათასი ადამიანი გადასახლდა. 1919 წელს შეიქმნა „პეტროგრადისა და მისი შემოგარენის რეგულირების საბჭო“. 1923 წლიდან დაიწყო საბინაო მშენებლობები. 1930-იან წლებში კეთილმოეწყო ელაგინისა და კრესტოვსკის კუნძულები ფინეთის ყურისკენ გასასვლელ ხაზთან ერთად. 1924 წლის 23 სექტემბერს ქალაქში წყალდიდობა მოხდა, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში სიდიდით მეორე იყო, წყლის ორდინარი 380 სანტიმეტრით იყო მომატებული. 1933 წელს კრესტოვსკის კუნძულის დასავლეთ კიდეში დაიწყო კიროვის სტადიონის მშენებლობა. 1935—1937 წლებში პირველად შემუშავდა ლენინგრადის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის თანახმადაც ქალაქის განვითარება სამხრეთით, პულკოვის მაღლობამდე, უნდა მომხდარიყო. ქალაქის ცენტრი საერთაშორისო გამზირისა (დღევანდელი მოსკოვის გამზირი) და ცენტრალური რკალისებრი მაგისტრალის კვეთაზე არსებული მოედანი უნდა გამხდარიყო, საბჭოს სახლსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად. 1939 წელს შემუშავდა ქალაქის გენერალური გეგმის ახალი ვარიანტი, რომელიც არ დამტკიცდა, თუმცა გარკვეულწილად მაინც იქნა გათვალისწინებული და დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების მშენებლობა პატარა ოხტაზე, ივანოვსკის ქუჩაზე, ავტოვოსა და საერთაშორისო გამზირზე.[11] მთელ ქალაქში შენდებოდა კულტურის სახლები — 1930-იანი წლებისთვის კი უკვე ქალაქის ყველა სამრეწველო რაიონში იყო. 1932 წელს გაიხსნა ლენინგრადის პირველი აეროპორტი — პულკოვო.[12] 1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი სერგეი კიროვი მოკლეს, ამ ფაქტის შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში დაიწყო მსხვილმასშტაბიანი რეპრესიები (ე. წ კიროვის ნაკადი), კიროვის მაგივრად დაინიშნა ანდრეი ჟდანოვი.

 
გამარჯვების მოედანი
 
დიდი რვიანის 32-ე სამიტის მონაწილენი კონსტანტინოვსკის სასახლეში

ლენინგრადის მკვიდრთა გმირობა და გამძლეობა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა. 1941 წლის 8 სექტემბერს მოწინააღმდეგეთა ჯარები მოვიდნენ ლადოგის ტბამდე, დაიკავეს ქალაქი შლისელბურგი, თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ნევის შესართავი და ბლოკირება გაუკეთეს ლენინგრადს. სწორედ ეს დღე მიიჩნევა გერმანელებისა და ფინელების მიერ ქალაქის ბლოკადის დაწყების თარიღად. თითქმის 900 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბლოკადა, ამ დროის განმავლობაში ლენინგრადის მცხოვრებლებმა არა მარტო შეინარჩუნეს ქალაქი, არამედ დიდი დახმარება გაუწიეს ფრონტსაც. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა წყაროების მიხედვით 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 1943 წლის 18 იანვარს ლენინგრადისა და ვოლხოვის ფრონტებზე განხორციელებული ოპერაცია „ისკრას“ წყალობით ბლოკადის ხაზი გაარღვიეს, თუმცა მხოლოდ 1944 წლის 27 იანვარს მოხერხდა ქალაქის ბლოკადისგან სრული განთავისუფლება. ამ პერიოდისათვის ქალაქში მხოლოდ 560 ათასი ადამიანი იყო დარჩენილი.[13]

ბლოკადის მოხსნის შემდგომ ქალაქის აღდგენა-განვითარება სწრაფი ტემპით დაიწყო. 1950 წელს კვლავ განახლდა კიროვის სტადიონის მშენებლობა. მომდევნო წელს ლენინგრადის განვითარების ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი თავისი ისტორიული ცენტრის გარშემო, ყველა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. 1950-იან წლებში შეიქმნა მთელი რიგი არქიტექტურული ანსამბლები: ლენინის, კალინინისა და კომსომოლსკაიას მოედნები, მოსკოვის გამზირის დასრულებული არქიტექტურული სახე, ასევე ენგელსის, სტაჩეკის, სრედნეოხტინსკისა და პრიმორსკის გამზირები. 1951 წელს ამუშავდა პულკოვოს პირველი სადგური (1973 წელს ახალი შენობა აიგო ამ სადგურისთვის). 1955 წელს ექსპლუატაციაში შევიდა პეტერბურგის მეტროპოლიტენის პირველი შემადგენლობა. 1957 წელს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრიდან ყოველ შუადღეს ქვემეხის სროლის ტრადიცია აღსდგა, ხოლო მარსის მოედანზე პირველად რუსეთის ისტორიაში მემორიალური „მუდმივი ცეცხლი“ აენთო. ამავე წელს ანდრე მარტის სახელობის გემთმშენებელი ქარხნიდან წყალში ჩაეშვა მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი „ლენინი“. 1962 წელს კიროვის ქარხნიდან დაიწყო ტრაქტორების სერიის „კიროვეცების“, იგივე „К-700-ის“ წარმოება. 1960 წელს პისკარიოვსკოეს სასაფლაოზე ბლოკადის დროს დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა და ასევე დასრულდა ფინეთის სადგურის ახალი შენობა. 1962 წელს აპტეკარსკის კუნძულზე აღიმართა 316 მეტრიანი ტელეანძა და ახალი ტელეცენტრი. 1960-იან წლებში დაწყებული მსხვილი საბინაო მშენებლობების ფონზე რამდენიმე მსხვილმა სამშენებლო კომბინატმა ლენინგრადშიც დაიწყო ხრუშჩოვკების მასობრივი მშენებლობები, ხოლო 1970-იან წლებში 600 (ე.წ სახლი-გემის) ტიპის საბინაო მშენებლობები დაიწყეს.[11] 1965 წლის 6 მაისს ლენინგრადს მიენიჭა გმირი ქალაქის წოდება.[14] 1966 წელს დამტიკცდა საბჭოთა ლენინგრადის ბოლო გენერალური გეგმა. ამე გეგმის მიხედვით 1960-იან წლებში დაიწყო ვასილევსკის კუნძულის დასავლეთ ნაწილის მასობრივი განაშენიანება, ნოვოიზმაილოვსკის, იური გაგარინისა და კოსმონავტების გამზირების გასწვრივ. ახალი მსხვილი საცხოვრებელი რაიონები გახდა კუპჩინო, ავტოვო, ულიანკა, დაჩნოე, გრაჟდანკა, პოლიუსტროვო და ოხტა. 1967 წლის ოქტომბერში აშენდა სპორტის სასახლე „საიუბილეო“ და დიდი საკონცერტო დარბაზი „ოქტიაბრსკი“. 1970-იან წლებში გაშენდა ლიგოვო, სოსნოვაია-პოლიანა, მხიარული დაბა, მურიინსკის წყაროების ჩრდილოეთ რაიონი, ყოფილი კომენდანტსკის აეროდრომი ტერიტორია, კუპჩინოს სამხრეთ ნაწილი, შუვალოვო, ოზერკი, სამხრეთ-დასავლეთის რაიონი, რჟევკა და პოროხოვიე. 1979 წელს ფინეთის ყურეში დაიწყო დამბის მშნებლობა, რომელსაც ქალაქი წყალდიდობისგან უნდა დაეცვა. 1982 წელს ვასილესკის კუნძულის დასავლეთ ნაწილში (გავანი) აშენდა საზღვაო სადგური. 1988 წელს ქალაქის მოსახლეობამ 5 მილიონს გადააჭარბა. 1990 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა.[11][15]

პოსტსაბჭოთა პერიოდი

1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით ლენინგრადელების 54%-ს სურდა ქალაქს თავისი ისტორიული სახელი — სანქტ-პეტერბურგი დაბრუნებოდა. ამავე წლის 6 სექტემბერს მოსახლეობის ეს მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ დააკმაყოფილა,[16], 21 აპრილს ქალაქის სახელის შეცვლის შესახებ შესწორება შეიტანეს რუსეთის 1978 წელს მიღებულ კონსტიტუციაში. 26 ივნისს ანატოლი სობჩაკი აირჩიეს ქალაქის პირველ და უკანასკნელ მერად. 1996 წლის 13 მარტს ქალაქის სააღმსრულებლო ორგანო გადავიდა პეტერბურგის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში, ჩამოყალიბდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თანამდებობა, ხოლო მერის უფლებები და თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. 1994 წელს ქალაქში ჩატარდა კეთილი ნების თამაშები, რომელსაც ქალაქისათვის იმ დროს არსებული ძნელბედობის ჟამს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.[17] 1995 წელს პეტერბურგის მეტროპოლიტენზე, სადგურებს „ლესნაიასა“ და „მამაცობის მოედანს“ შორის, მომხდარი ავარიის შემდეგ მატარებლების მიმოსვლა შეწყდა (2004 წელს დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს). 1991—2007 წლებში ქალაქში მრავალი ძეგლი დაიდგა, რესტავრაცია ჩაუტარა და აღდგა კონსტანტინეს სასახლე, ქრისტეს აღდგომის ტაძარი და მრავალი სხვა. 1991 წლის 25 იანვარს პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ყაზანის ტაძარში აღევლინა საეკლესიო ღვთისმსახურება. 2000 წელს აშენდა ყინულის სასახლე, რომელშიც ამავე წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. 1998—2011 წლებში ქალაქის გარშემო დაიგო რგოლისებრი ავტომაგისტრალი,[18] 2004 წელს გაიხსნა დიდი ობუხოვსკის ხიდი.[19] 2005 წელს ქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქტ-პეტერბურგის განვითარების ახალი გეგმა, რომელშიც ასახულია ქალაქის განვითარება 2025 წლამდე.[20][21]

1997 წლიდან სანქტ-პეტერბურგში ყოველწლიურად ტარდება რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკური სამიტი — პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკურ ღონისძიებას წარმოადგენს, არაოფიციალურად ამ ფორუმს „რუსულ დავოსსაც“ კი უწოდებენ. ამ ფორუმმა 2006 წლიდან გარკვეულწილად შეიცვალა ფორმატი და გახდა ღონისძიება მსხვილი რუსული და უცხოური კომპანიების მმართველების, სახელმწიფო და პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის წარმომადგენლების, ვიცე-პრემიერების, მინისტრებისა და გუბერნატორების მონაწილეობით (მაგალითისთვის: 2012 წელს ამ ფორუმზე 60-ზე მეტი ქვეყნის დაახ. 4000 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა).[22] 2006 წლის 15—17 ივლისს დაბა სტრელნაში მდებარე კონსტანტინოვსკის სასახლეში ჩატარდა დიდი რვიანის 32-ე სამიტი.[23] 2009 წელს დაიწყო ცათამბჯენ „ლიდეთ-თაუერის“ მშენებლობა, რომელიც ამჟამად დასრულებულია და 142 მეტრისაა.[24] 2011 წლის 31 აგვისტოს ქალაქის გუბერნატორი გიორგი პოლტავჩენკო გახდა.[25]

ჯილდოები გმირი ქალაქის წოდება (1965 წლის 8 მაისი), ოქროს ვარსკვლავთან ერთად — ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ფაშისტი-გერმანელების მიმართ გამართულ ბრძოლაში, ხანგრძლივი ბლოკადის დროს, გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის და ასევე დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვებიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად.[26] ლენინის ორდენი (1945 წლის 26 იანვარი) — ბლოკადის დროს ვაჟკაცობისა და გამბედაობისთვის და ფაშისტი დამპყრობლების მიმართ გამართული ბრძოლისთვის.[27] ლენინის ორდენი (1957 წლის 21 ივნისი) — ლენინგრადის დაარსებიდან 250 წლის აღსანიშნავად.[28] ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1967 წლის 4 ნოემბერი) — ოქტომბრის დიდი რევოლუციის 50 წლისთავის აღსანიშნავად.[29] წითელი დროშის ორდენი (1919 წლის 5 დეკემბერი) — პეტროგრადის პროლეტარიატის გმირობისა და თავდადებისთვის, ასევე პეტროგრადის დაცვისთვის სამოქალაქო ომის დროს.[30]↑ Предыстория Санкт-Петербурга. 1703 год. Книга исследований. Наследники. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-18. ↑ 2.0 2.1 Ленинградская область: исторический очерк / В. А. Ежов, Л.: Лениздат, 1986. ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Ленинград / В. А. Витязева, Л.: Лениздат, 1986. — გვ. 18—60.Авсеенко В. Н., История города С.-Петербурга в лицах и картинках. 1703—1903, СПб.: Сотис, 1993. — გვ. 20. ↑ 5.0 5.1 Даринский А. В., Старцев В. И., Мурин Д. Н., Браже Т. Г., Бойко А. Г., Санкт-Петербург 1703—1917 / Под ред. А. В. Даринского, СПб.: Фирма «ГЛАГОЛ», 2000. — გვ. 68—69, ISBN 5-88662-013-6.История Санкт-Петербурга. opeterburge.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-13. ↑ 7.0 7.1 Авсеенко В. Г., История города С.-Петербурга в лицах и картинках. 1703—1903. Исторический очерк / Под ред. А. В. Даринского, СПб.: Сотис, 1995, ISBN ISBN 5-85503-094-6. Зодчие Санкт-Петербурга XIX — начала XX века / Составитель А. Г. Исаченко, СПб.: Лениздат, 1998. — გვ. 556—558.Большая российская энциклопедия. Том «Россия». — М.: Большая Российская энциклопедия, 2004Население (обзорная статья). encspb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-17. ↑ 11.0 11.1 11.2 Лисовский В. Г., Ленинград: Районы новостроек, Л.: Лениздат, 1983. — გვ. 7–81.Анна Тирле. Архитектура и благоустройство: массовое строительство. Эра ДК и ЦПКиО. Часть II. opeterburge.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-17.Блокада Ленинграда. Lenta.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-16. ციტირების თარიღი: 2012-08-14.Приказ Верховного Главнокомандующего от 1 мая 1945 года № 20 г. Москва. pobeda1945-art.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2011-08-11.Хроника Санкт-Петербурга 20 век. 1961—1980. Гид Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2012-08-17.Указ Президиума ВС РСФСР от 06.09.91 № 1643-I О возвращении городу Ленинграду его исторического названия Санкт-Петербург. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2011-10-21.Санкт-Петербург, Россия. Олимпийский комитет России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2011-10-21.Тучинская И. КАД почти замкнулась // Комсомольская правда : газета, 2010, № 17.11.2010.По итогам работы. Строительство. Дирекция по строительству транспортного обхода Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2011-10-21.Закон Санкт-Петербурга "О Генеральном плане Санкт-Петербурга и границах зон охраны объектов культурного наследия на территории Санкт-Петербурга" от 21 декабря 2005 г.. Комитет по градостроительству и архитектуре Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-17.Хроника Санкт-Петербурга 20 век. 1981—2000. Гид Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2012-08-17.Петербургский международный экономический форум. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2011-10-21.Большая «энергетическая игра». Киевский ТелеграфЪ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2011-10-21.В конце 2012 года будет открыт бизнес-небоскреб «Лидер тауэр». karpovka.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-09-10.Георгий Полтавченко вступил в должность губернатора Санкт-Петербурга. REGNUM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2012-07-17.Памятные даты Петербурга. Май. Мир Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-11-09.Памятные даты Петербурга. Январь. Мир Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-11-09.Памятные даты Петербурга. Июнь. Мир Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-11-09.Памятные даты Петербурга. Ноябрь. Мир Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-11-09.Памятные даты Петербурга. Декабрь. Мир Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-11-09.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
784963521Click/tap this sequence: 2515

Google street view

Where can you sleep near სანქტ-პეტერბურგი ?

Booking.com

What can you do near სანქტ-პეტერბურგი ?

489.822 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 73 visits today.