Петергоф (дворцово-парковый ансамбль)

( პეტერგოფის სასახლე )

პეტერგოფის სასახლე (რუს. Петергоф) — სასახლე-საპარკო ანსამბლი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქ პეტერგოფის ტერიტორიაზე, ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე. მისგან მომდინარეობს სახელწოდება პეტერგოფის გზა. აშენებულია პეტრე I-ის განკარგულებით. პეტერგოფის სასახლე პირდაპირი პასუხია ლუი XIV-ის მიერ აშენებულ ვერსალის სასახლეზე. 1714–1728 წლებში არქიტექტორი იყო დომენიკო ტრეძინი, აგრეთვე, 1714 წელს ბაღების მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ჟან-ბატისტ ლებლონმა. ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელიმ დაასრულა სასახლის გაფართოება 1747–1756 წლებში ელისაბედ I-სთვის. პეტერგოფის სასახლე შეიცავს რამდენიმე სასახლე-საპარკო ანსამბლს, რომლებიც ორი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ქვედა პარკი, ზედა ბაღი და ინგლისური პარკი განვითარდა XVIII საუკუნეში. ალექსანდრია, კოლონისტური პარკი, მდელოს პარკი, ალექსანდრეს პარკი, სერგიევკა და საკუთარი აგარაკი XIX საუკუნის ანსამბლია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტერიტორია ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ, რის შედეგადაც პეტერგოფის ყველა პარკი მნიშვნელო...დაწვრილებით

პეტერგოფის სასახლე (რუს. Петергоф) — სასახლე-საპარკო ანსამბლი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქ პეტერგოფის ტერიტორიაზე, ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე. მისგან მომდინარეობს სახელწოდება პეტერგოფის გზა. აშენებულია პეტრე I-ის განკარგულებით. პეტერგოფის სასახლე პირდაპირი პასუხია ლუი XIV-ის მიერ აშენებულ ვერსალის სასახლეზე. 1714–1728 წლებში არქიტექტორი იყო დომენიკო ტრეძინი, აგრეთვე, 1714 წელს ბაღების მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ჟან-ბატისტ ლებლონმა. ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელიმ დაასრულა სასახლის გაფართოება 1747–1756 წლებში ელისაბედ I-სთვის. პეტერგოფის სასახლე შეიცავს რამდენიმე სასახლე-საპარკო ანსამბლს, რომლებიც ორი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ქვედა პარკი, ზედა ბაღი და ინგლისური პარკი განვითარდა XVIII საუკუნეში. ალექსანდრია, კოლონისტური პარკი, მდელოს პარკი, ალექსანდრეს პარკი, სერგიევკა და საკუთარი აგარაკი XIX საუკუნის ანსამბლია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტერიტორია ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ, რის შედეგადაც პეტერგოფის ყველა პარკი მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანდა ზედა ბაღი, ქვედა პარკი და შადრევნის წყალსატარის სისტემა. სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო, დღემდე მიმდინარეობს. პეტერგოფი სანქტ-პეტერბურგის სხვა ძეგლებთან ერთად ქმნის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთიან კომპლექსურ ობიექტს. ანსამბლს გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საშადრევანო სისტემა — 147 მოქმედი შადრევანი (2018).

Photographies by:
Ninara from Helsinki, Finland - CC BY 2.0
Statistics: Position
162
Statistics: Rank
573964

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
518467239Click/tap this sequence: 1421
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near პეტერგოფის სასახლე ?

Booking.com

What can you do near პეტერგოფის სასახლე ?

9.003.229 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 568 visits today.