Чесменская церковь

( ჩეშმეს ეკლესია )

ჩეშმეს ეკლესია (რუს. Чесменская церковь) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ლენსოვეტის ქუჩაზე. ეკლესია აგებულია 1777-1780 წლებში ფსევდოგოთიკის სტილში. ეკლესიის შენობა ააშენეს რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის არმიის გამარჯვების აღსანიშნავად ეგეოსის ზღვის ჩეშმეს ყურეში. ჩეშმეს სასახლესთან ერთად ქმნის ანსამბლს და ამჟამად არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარია ალექსი კრილოვი.

ისტორია

ტაძრისა და სასახლის მშენებლობა გადაწყვიტა ეკატერინე II-მ. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილზე იმპერატრიცამ მიიღო ინფორმაცია ჩეშმეს ბრძოლაში გამარჯვების შესახებ.

ტაძრის სარძიკვლის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1777 წლის 17 ივნისს ეკატერინე II-ის, მთელი სამეფო კარისა და შვედეთის მეფე გუსტავ III-ის მონაწილეობით. ეკლესია ააგეს არქიტექტორ იური ფელტენის პროექტის მიხედვით.

ტაძრის მშენებლობა დასრულდა რუსული ფლოტის ჩეშმეს ბრძოლაში გამარჯვების ათი წლის თავზე. საზეიმო კურთხევა კი 1780 წლის 5 ივლისს შეასრულა მიტროპოლიტმა გავრილ პეტროვმა, რომელსაც ეკატერინე II-სთან ერთად „ფალკენშტეინის გრაფის“ ტიტულით ესწრებოდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი იოზეფ II.

კურთხევის შემდეგ ძალიან მალე ეკლესია გადასცეს წმინდა გიორგის ორდენს. ამის გამო ჩეშმეს ეკლესიას ზოგჯერ უწოდებდნენ წმინდა გიორგის ეკლესიასაც.

ეკატერინე II ზოგჯერ სტუმრობდა ხოლმე ეკლესიას, სადაც მისთვის განკუთვნილი იყო სამეფო ადგილი.

იმის გამო, რომ ჩეშმეს ეკლესია იყო ცივი, 1811 წლის 23 დეკემბერს ჩეშმეს სასახლეში აკურთხეს ახალი, ქრისტეს შობის ზამთრის ეკლესია.

ეკლესია დახურეს 1919 წლის 1 ივნისს. 1924 წელს სამრეკლოდან მოხსნეს ზარები და გადასადნობად გააგზავნეს. 1924 წლიდან ჩეშმეს ეკლესიაში მდებარეობდა მეცნიერებათა აკადემიის არქივი. 1930 წელს ტაძარში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც ეკლესიის ინტერიერი, მათ შორის კანკელიც გაანადგურა.

ეკლესია ასევე ძლიერ დაზიანდა დიდი სამამულო ომის პერიოდში. 1947 წელს მოხდა ტაძრის კონსერვაცია.

1991 წელს, საბჭოთა პერიოდის შემდეგ აღევლინა პირველი ღვთისმსახურება, ხოლო 1994 წლის 1 ივლისს ეკლესიის შენობა გადაეცა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ამჟამად ეკლესიის შენობაში მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
894261375Click/tap this sequence: 9211

Google street view

Where can you sleep near ჩეშმეს ეკლესია ?

Booking.com

What can you do near ჩეშმეს ეკლესია ?

489.941 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 106 visits today.