Смольный монастырь
( სმოლნის მონასტერი )სმოლნის მონასტერი (რუს. Смольный монастырь) — დედათა ყოფილი მართლმადიდებლური მონასტერი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ფუნქციონირებდა 1744-1764 წლებში. ამ პერიოდში მონასტერი იმპერატრიცა ელისაბედ I-ის პირადი დაკვირვების ქვეში იყო, რომელსაც სურდა სიცოცხლის ბოლო წლების აქ გატარება. 1848 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ჩამოყალიბდა ახალი დედათა მონასტერი სახელწოდებით ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი.
სმოლნის მონასტერი (რუს. Смольный монастырь) — დედათა ყოფილი მართლმადიდებლური მონასტერი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ფუნქციონირებდა 1744-1764 წლებში. ამ პერიოდში მონასტერი იმპერატრიცა ელისაბედ I-ის პირადი დაკვირვების ქვეში იყო, რომელსაც სურდა სიცოცხლის ბოლო წლების აქ გატარება. 1848 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ჩამოყალიბდა ახალი დედათა მონასტერი სახელწოდებით ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი.
ელსაბედ I-ს სურდა აეშენებინა სავანე მცირე სასახლის ადგილზე სმოლნის სასახლის ტერიტორიაზე, იქ სადაც იმპერატრიცა ახალგაზრდობის პერიოდში დროგამოშვებით ცხოვრობდა. სამონასტრო კომპლექსში უნდა შესულიყო ტაძარი კარის ეკლესიით და საგანგებოდ მაღალი სამრეკლო, ასევე თავადთა შვილების ინსტიტუტი.
ტაძრის პროექტის შემუშავება დაავალეს სამეფო კარის არქიტექტორს ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის. სმოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1748 წლის 30 ოქტომბერს. 1751 წელს ანსამბლის ყველა შენობის ფუნდამენტის ჩაყრის შემდეგ დაიწყეს კედლების ამოყვანა. მალე დაიწყო შვიდწლიანი ომი პრუსიასთან, რომლის დასრულების შემდეგ მშენებლობის დაფინანსება შეუძლებელი გახდა და მშენებლობაც ნელი ტემპით წარიმართა.
უკანასკნელი 14 მონაზვნის დაღუპვის შემდეგ 1797 წელს მონასტერი გააუქმეს. სმოლნის მონასტერი 1835 წელს დაასრულა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა. მაღალი სამრეკლო თანხების არქონის გამო ვერ ააშენეს[1]. ტაძარში ღვთისმსხურება გაგრძელდა 1923 წლამდე.
XXI საუკუნეში ყოფილი მონასტრის შენობაში განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა განყოფილებები. 2009 წლიდან ასევე განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი.
↑ Ефимов В. Заметки о строительстве Смольного монастыря в Петербурге. // Ардис: архитектура, реставрация, дизайн и строительство : журнал. — № 1, 2(45). — 2010.
კომენტარის დამატება