ნური — ადგილი თანამედროვე სუდანში, ნილოსის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ახლოსაა პირამიდები, რომლებიც ოდესღაც ნუბიის მეფეს ეკუთვნოდა. ნური სამანიდან დაახლოებით 15, ხოლო ჯებელ ბარკალიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. აქ აღმოჩენილი ყოველი რელიკვია ძველ ქალაქ ნაპატას ეკუთვნის, რომელიც ნუბიის სამეფოს პირველი დედაქალაქი იყო.

მეფე ტახარკა იყო მფლობელი ნურისთან ახლოს მდებარე ყველაზე ძველი პირამიდისა, რომლის ფართობი 51.75 მ², ხოლო სიმაღლე 40–50 მეტრია. მისი მემკვიდრე ტანუტამონი და მას შემდეგ ყოველი მომდევო ნუბიის მეფე ნასტასენამდე (დაახლოებით ძვ.წ. 330) თავიანთ ცოლებიანად ელ–კურუში არიან დამარხულნი. ნურისთან მდებარე პირამიდები ზოგადად უფრო პატარაა და ხშირად უფრო მძიმედ დაზიანებული, ვიდრე ეგვიპტისა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ინახავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთებს, როგორიცაა დასაკრძალი აღჭურვილობა, რომელიც ქუშის სამეფოს მმართველებს ეკუთვნოდათ და თავადაც აქ განისვენებენ. ქრისტიანული ეპოქის დროს აქ ეკლესია აღიმართა, რომლის მშენებლობაზეც გამოიყენეს ქვები, რომლებიც ოდესღაც პირამ...დაწვრილებით

ნური — ადგილი თანამედროვე სუდანში, ნილოსის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. ახლოსაა პირამიდები, რომლებიც ოდესღაც ნუბიის მეფეს ეკუთვნოდა. ნური სამანიდან დაახლოებით 15, ხოლო ჯებელ ბარკალიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. აქ აღმოჩენილი ყოველი რელიკვია ძველ ქალაქ ნაპატას ეკუთვნის, რომელიც ნუბიის სამეფოს პირველი დედაქალაქი იყო.

მეფე ტახარკა იყო მფლობელი ნურისთან ახლოს მდებარე ყველაზე ძველი პირამიდისა, რომლის ფართობი 51.75 მ², ხოლო სიმაღლე 40–50 მეტრია. მისი მემკვიდრე ტანუტამონი და მას შემდეგ ყოველი მომდევო ნუბიის მეფე ნასტასენამდე (დაახლოებით ძვ.წ. 330) თავიანთ ცოლებიანად ელ–კურუში არიან დამარხულნი. ნურისთან მდებარე პირამიდები ზოგადად უფრო პატარაა და ხშირად უფრო მძიმედ დაზიანებული, ვიდრე ეგვიპტისა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ინახავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთებს, როგორიცაა დასაკრძალი აღჭურვილობა, რომელიც ქუშის სამეფოს მმართველებს ეკუთვნოდათ და თავადაც აქ განისვენებენ. ქრისტიანული ეპოქის დროს აქ ეკლესია აღიმართა, რომლის მშენებლობაზეც გამოიყენეს ქვები, რომლებიც ოდესღაც პირამიდების კედლებს ავსებდა.

ეს პირამიდები სისტემატურად ჯორჯ რაიზნერმა გამოიკვლია.

ნურის პირამიდები გებელ ბარკალის რაიონში მდებარე რამდენიმე ნაგებობასთან ერთად 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.

Photographies by:
Mark Fischer - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
2513
Statistics: Rank
130688

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
617835492Click/tap this sequence: 8911
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near ნური ?

Booking.com

What can you do near ნური ?

8.713.889 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 27 visits today.