ჯებელ-ბარკალი

ჯებელ-ბარკალი (არაბ. جبل بركل ) — ძალიან პატარა მთა სუდანში, ხართუმიდან 400 კმ-ით ჩრდილოეთით, ქალაქ კარიმაში, მდინარე ნილოსის ფართო მოსახვევში, ნუბიის რეგიონში.

2003 წელს, მთა, ისტორიულ ქალაქ ნაპატასთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ძვ. წ. 1450 წელს, ეგვიპტის ფარაონმა თუტმოს III-მ ეს რეგიონი თავის იმპერიას მიუერთა და ჯებელ-ბარკალი მის სამხრეთ საზღვრად მიიჩნეოდა. აქ მან დალაშქრა ქალაქო ნაპატა, რომელიც 300 წლის შემდეგ დამოუკიდებელი ქუშის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ნუბილეთა 25-ე დინასტიის მეფე პაიემ თავის ქალაქში მნიშვნელოვნად გააფართოვა ამონის ახალი სამეფო ტაძარი და მის შიგნით აღმართა გამარჯვების სტელა.

ჯებელ-ბარკალის გარშემო არსებული ნანგრევები მოიცავს 13 ტაძარსა და 3 სასახლეს, რომლებიც პირველად 1820-იან წლებში ევროპელი მკვლევრების მიერ იქნა აღწერილი. 1862 წელს ეგვიპტელმა ოფიცერმა აღმოაჩინა და კაიროს მუზეუმში გადაიტანა მესამე შუალედური პერიოდის ხუთი წარწერა. მიუხედავად ამისა, 1916 წლამდე არანაირი სამეცნიერო არქეოლოგიური გათხრე...დაწვრილებით

ჯებელ-ბარკალი (არაბ. جبل بركل ) — ძალიან პატარა მთა სუდანში, ხართუმიდან 400 კმ-ით ჩრდილოეთით, ქალაქ კარიმაში, მდინარე ნილოსის ფართო მოსახვევში, ნუბიის რეგიონში.

2003 წელს, მთა, ისტორიულ ქალაქ ნაპატასთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ძვ. წ. 1450 წელს, ეგვიპტის ფარაონმა თუტმოს III-მ ეს რეგიონი თავის იმპერიას მიუერთა და ჯებელ-ბარკალი მის სამხრეთ საზღვრად მიიჩნეოდა. აქ მან დალაშქრა ქალაქო ნაპატა, რომელიც 300 წლის შემდეგ დამოუკიდებელი ქუშის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ნუბილეთა 25-ე დინასტიის მეფე პაიემ თავის ქალაქში მნიშვნელოვნად გააფართოვა ამონის ახალი სამეფო ტაძარი და მის შიგნით აღმართა გამარჯვების სტელა.

ჯებელ-ბარკალის გარშემო არსებული ნანგრევები მოიცავს 13 ტაძარსა და 3 სასახლეს, რომლებიც პირველად 1820-იან წლებში ევროპელი მკვლევრების მიერ იქნა აღწერილი. 1862 წელს ეგვიპტელმა ოფიცერმა აღმოაჩინა და კაიროს მუზეუმში გადაიტანა მესამე შუალედური პერიოდის ხუთი წარწერა. მიუხედავად ამისა, 1916 წლამდე არანაირი სამეცნიერო არქეოლოგიური გათხრები არ დაწყებულა, ამ დროისათვის კი ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმის ექსპედიციები. 1970-იანი წლებიდან გათხრები განაგრძო რომის ლა-საპიენცის უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც 1980-იან წლებში შეუერთდა ბოსტონის მუზეუმის სხვა ჯგუფი. დიდი ტაძრები, მაგალითად ამონის ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დღემდე წმინდად მიიჩნევა.

მთის სიმაღლე 98 მეტრია, გააჩნია გაბრტყელებული მწვერველი. ვაჭრების მიერ იგი გამოიყენებოდა როგორც ნიშანი, სადაც ადვილი იყო მდინარის გადაკვეთა ცენტრალური აფრიკის, არაბეთისა და ეგვიპტის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს შორის.

მეროიტის სამეფოს დროს, ჯებელ ბარკალი გამოიყენებოდა როგორც სამეფო აკლდამა. უფრო ადრეული საფლავები ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება.

Photographies by:
Bertramz - CC BY 3.0
Statistics: Position (field_position)
1040
Statistics: Rank (field_order)
90869

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
432175698Click/tap this sequence: 3638

Google street view

448.584 visits in total, 9.075 Points of interest, 403 Destinations, 309 visits today.