აბუ-სიმბალი, ასევე აბუ-სიმბელი (არაბ. أبو سنبل ან أبو سمبل) — ორი კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძარი ნასერის ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. მდებარეობს ისტორიული ნუბიის ეგვიპტურ ნაწილში, ამავე სახელწოდების მცირე დასახლებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონის, XIX დინასტიის წარმომადგენლის, რამზეს II-ის მიერ.

აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის — ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილი. რამზესისა და ჰატჰორის ეს ორი ტაძარი დღეს აღარ მდებარეობს იქ, სადაც თავდაპირველად გამოკვეთეს კლდეში. 1968 წელს ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით აბუ-სიმბალის ტერიტორია წყლით დაიფარა, მანამდე კი, 1963 წლიდან ძეგლთა გადასარჩენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ტაძრები ნ...დაწვრილებით

აბუ-სიმბალი, ასევე აბუ-სიმბელი (არაბ. أبو سنبل ან أبو سمبل) — ორი კლდეში ნაკვეთი ძველეგვიპტური ტაძარი ნასერის ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე. მდებარეობს ისტორიული ნუბიის ეგვიპტურ ნაწილში, ამავე სახელწოდების მცირე დასახლებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონის, XIX დინასტიის წარმომადგენლის, რამზეს II-ის მიერ.

აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის — ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი 1979 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილი. რამზესისა და ჰატჰორის ეს ორი ტაძარი დღეს აღარ მდებარეობს იქ, სადაც თავდაპირველად გამოკვეთეს კლდეში. 1968 წელს ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით აბუ-სიმბალის ტერიტორია წყლით დაიფარა, მანამდე კი, 1963 წლიდან ძეგლთა გადასარჩენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ტაძრები ნაწილებად დახერხეს, იმავე მიდამოებში 64 მეტრით მაღლა გადაიტანეს და ხელახლა ააშენეს. აბუ-სიმბალის ეს შემაღლებული ადგილი ტაძრებითურთ დღეს ნასერის ტბაში კუნძულს ქმნის, რომელიც ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან დასახლებულ პუნქტს (აბუ-სიმბალი) დამბებით უკავშირდება; დამბაზე გაყვანილია სპეციალური გზა მიმოსვლისათვის.

სახელწოდება „აბუ-სიმბალი“ (ან „აბუ-სიმბელი“) არის ევროპული ვარიანტი არაბული დასახელებისა „აბუ სუნბულ“, რომელიც ამ ადგილის ანტიკური სახელიდან, „იპსამბულიდან“ მომდინარეობს. ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდში, როდესაც ტაძრები აიგო, სავარაუდოდ ამ ადგილს მეჰა ეწოდებოდა. აბუ-სიმბალიდან დაახლოებით 20 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა პატარა სოფელი იბშეკი, რომელშიც იდგა პატარა ტაძარი, ჰატჰორის სახელზე აგებული (აბუ-სიმბალის მცირე ტაძარიც ჰატჰორისაა). ეს ტერიტორია, რომელიც თანამედროვე სუდანის საზღვრებშია მოქცეული, თავდაპირველად კი ნილოსის მეორე ჭორომის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დღეს ნუბიის ტბით არის დაფარული.

Photographies by:
Gary Todd from Xinzheng, China - CC0
Gary Todd from Xinzheng, China - CC0
Gary Todd from Xinzheng, China - CC0
Gary Todd from Xinzheng, China - CC0
Gary Todd from Xinzheng, China - CC0
Statistics: Position
24
Statistics: Rank
2779812

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
179536284Click/tap this sequence: 7221

Google street view

Where can you sleep near აბუ სიმბელის ტაძრები ?

Booking.com
487.402 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 28 visits today.