მეროე

მეროე — უძველესი ნაქალაქარი სუდანში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, ქალაქ შენდის სიახლოვეს, ხართუმიდან 200 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს სოფლების ჯგუფი, რომლებსაც ბაგრავიაჰს უწოდებენ. საუკუნეთა განმავლობაში, მეროე ქუშის სამეფოს დედაქალაქი იყო. მეროეს ქუშიტურმა სამეფომ სახელი მიიღო კუნძულ მეროესგან, რომელიც თანამედროვე ბუტანას რეგიონს წარმოადგენდა და რომელსაც მდინარე ნილოსი და ცისფერი ნილოსი საზღვრავდა.

ქალაქი მეროე ბუტანას კიდეზე იყო გაშენებული. აღნიშნულ რეგიონში კიდევ ორი მეროეული ქალაქი მდებარეობდა — მუსავარატ-ეს-სუფრა და ნაქა.

ქალაქის ტერიტორია შემოსაზღვრულია სამი ჯგუფისგან შემდგარი ორასზე მეტი პირამიდისგან, რომელთა უმრავლესობაც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს. მათი განსხვავებული ზომებისა და პროპორციების გამო, ისინი იდენტიფიცირდება როგორც ნუბიური პირამიდები.

2011 წლის ივნისიდან ძეგლი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Photographies by:
Statistics: Position
1845
Statistics: Rank
146003

კომენტარის დამატება

CAPTCHA
Security
287946315Click/tap this sequence: 1717
Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Google street view

Where can you sleep near მეროე ?

Booking.com

What can you do near მეროე ?

8.715.390 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 1.528 visits today.