Context of სუდანი

სუდანი (არაბ. السودان, as-Sūdān), ოფიციალურად სუდანის რესპუბლიკა (არაბ. مهورية السودان, Jumhūrīyat as-Sūdān) — ფედერალური, საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის არაბული რესპუბლიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. არაბულ სამყაროში, ალჟირისა და საუდის არაბეთის შემდეგ ფართობის მხრივ მესამე უდიდესი სახელმწიფოა, ისევე, როგორც აფრიკაში, ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შემდეგ და მეთხუთმეტე მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე, ჩრდილო-დასავლეთიდან ლიბია, დასავლეთიდან ჩადი, სამხრეთ-დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთიდან სამხრეთი სუდანი, აღმოსავლეთიდან ეთიოპია და ერიტრეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე. დედაქალაქია ხარტუმი. მდინარე ნილოსი ქვეყანას ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. რელიგიებიდამ უმეტესად გავრცელებულია ისლამი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 2011 წლის 9 ივლისს სუდანს ოფიც...დაწვრილებით

სუდანი (არაბ. السودان, as-Sūdān), ოფიციალურად სუდანის რესპუბლიკა (არაბ. مهورية السودان, Jumhūrīyat as-Sūdān) — ფედერალური, საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის არაბული რესპუბლიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. არაბულ სამყაროში, ალჟირისა და საუდის არაბეთის შემდეგ ფართობის მხრივ მესამე უდიდესი სახელმწიფოა, ისევე, როგორც აფრიკაში, ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შემდეგ და მეთხუთმეტე მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე, ჩრდილო-დასავლეთიდან ლიბია, დასავლეთიდან ჩადი, სამხრეთ-დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთიდან სამხრეთი სუდანი, აღმოსავლეთიდან ეთიოპია და ერიტრეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე. დედაქალაქია ხარტუმი. მდინარე ნილოსი ქვეყანას ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს. რელიგიებიდამ უმეტესად გავრცელებულია ისლამი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 2011 წლის 9 ივლისს სუდანს ოფიციალურად გამოეყო სამი სამხრეთი რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც რეფერენდუმის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთი სუდანი ჩამოყალიბდა.

სუდანი რამდენიმე ისეთი ძველი ცივილიზაციის კერა იყო, როგორებიცაა: ქუშის სამეფო, კერმა, ნობატია, ალვა, მაკურია, მეროე და სხვები, მათი უმეტესობა ნილოსის გასწვრივ მდებარეობდა. ძვ. წ. 3300 წელს, პრედინასტიული პერიოდისას ნუბია და ნაგადანის ზემო ეგვიპტე ფარაონების მმართველობის ერთობლივად განვითარებული, იდენტური სისტემები იყვნენ. ეგვიპტესთან მისი სიახლოვის წყალობით, სუდანი ახლო აღმოსავლეთის ფართო ისტორიის მონაწილე იყო, თავდაპირველად, როგორც VI საუკუნისთვის გაქრისტიანებული ერთეული, ხოლო VII საუკუნიდან, როგორც — ისლამიზებული. გაქრისტიანების წყალობით, ძველი ნუბიური ენა ყველაზე ძველ ჩაწერილ ნილო-საჰარულ ენად გვევლინება (ადრეული ჩანაწერები IX საუკუნით თარიღდება).

სუდანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აფრიკის კავშირის, არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია, აგრეთვე, დამკვირვებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. დედაქალაქი ხარტუმი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო ცენტრია. სუდანის პოლიტიკა რეგულირდება საპარლამენტო ორგანიზაციის მიერ, სახელად ეროვნული ასამბლეა. სუდანის საკანონმდებლო სისტემა შარიათის წესებზეა დაფუძნებული.

More about სუდანი

Basic information
Population, Area & Driving side
  • Population 30894000
  • Area 1886068
  • Driving side right

Where can you sleep near სუდანი ?

Booking.com
490.007 visits in total, 9.198 Points of interest, 404 Destinations, 56 visits today.