Context of ეთიოპია

ეთიოპია (ეთიოპ. ኢትዮጵያ, ორომოს ენა — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა (ამჰ. የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ, ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 109 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით 2018 წლის მონაცემებით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით, ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერიტრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.

ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ე...დაწვრილებით

ეთიოპია (ეთიოპ. ኢትዮጵያ, ორომოს ენა — Itoophiyaa) — ადრე აგრეთვე ცნობილი როგორც აბისინია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო (ერიტრეის გამოყოფის შემდეგ 1993 წლის 24 მაისს) აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა (ამჰ. የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ, ორომოს ენა — Federaalawaa Dimokraatawaa Repabliikii Itoophiyaa). 109 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით 2018 წლის მონაცემებით, ეთიოპია ნიგერიის შემდეგ აფრიკაში მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით, ხოლო ფართობით (1 104 300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერიტრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი და სამხრეთი სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

ეთიოპია — ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა მსოფლიოში.

ეთიოპია — სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უძველესი წევრია: ის იყო ერთა ლიგის წევრი და გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი წევრი. ეთიოპია ასევე აფრიკის კავშირის წევრი-დამაარსებელია, შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში. მისი დედაქალაქი ადისა აბაბა ემსახურება აფრიკის კავშირის, პან – აფრიკული სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის, აფრიკის სარეზერვო ძალებისა და გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ ოფისებს. 1970-80-იან წლებში ეთიოპიამ განიცადა სამოქალაქო კონფლიქტები და კომუნისტური წმენდა, რამაც შეაფერხა მისი ეკონომიკა. მას შემდეგ ქვეყანამ შეძლო ძალების აღდგენა და 2010 წლის მდგომარეობით ყველაზე დიდი ეკონომიკა (მშპ-ს მიხედვით) აქვს აღმოსავლეთ აფრიკაში, ასევე რეგიონში ყველაზე მეტი მოსახლეობა ჰყავს. მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სიღარიბის გარდა, ეთიოპია ემუქრება შიმშილი, კორუფცია, სუსტი ინფრასტრუქტურა და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობა და ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობით (გაუნათლებლობის მაჩვენებელი 51%), რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლით.

ეთიოპია — ერთადერთი აფრიკული სახელმწიფოა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სხვა რომელიმე ევროპული სახელმწიფოს კოლონია.

More about ეთიოპია

Basic information
  • Calling code +251
  • Internet domain .et
  • Mains voltage 220V/50Hz
  • Democracy index 3.38
Population, Area & Driving side
  • Population 120283026
  • Area 1104300
  • Driving side right

Where can you sleep near ეთიოპია ?

Booking.com
489.114 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 20 visits today.