Context of სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკ. Republiek van Suid-Afrika; ინგლ. Republic of South Africa) — სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და ესვატინი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოთო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რაგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. ერთმანეთის გვერდით დგანან ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, დაკანონებული იყო აპარტეიდი — მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ეროვნულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ქვეყანაა აფრიკაში და მისი მოსახლეობა კონტინენტზე გამოირჩევა თეთრკან...დაწვრილებით

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკ. Republiek van Suid-Afrika; ინგლ. Republic of South Africa) — სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და ესვატინი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოთო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რაგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. ერთმანეთის გვერდით დგანან ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, დაკანონებული იყო აპარტეიდი — მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ეროვნულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ქვეყანაა აფრიკაში და მისი მოსახლეობა კონტინენტზე გამოირჩევა თეთრკანიანი, აზიელი და შერეული მაცხოვრებლების მნიშვნელოვანი წილით. ქვეყანას აქვს მდიდარი მინერალური რესურსები, ასევე ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულია აფრიკაში და აქვს შედარებით მყარი მსოფლიო პოზიციები. ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა დიდ ოცეულში.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიაში და პოლიტიკაში უმთავრესი პუნქტი იყო რასობრივი კონფლიქტი შავკანიან უმრავლესობასა და თეთრკანიან უმცირესობას შორის. თავის კულმინაციას მან მიაღწია მას შემდეგ, რაც 1948 წელს დამყარდა აპარტეიდის რეჟიმი, რომელმაც იარსება 1994 წლამდე. დისკრიმინაციული კანონების შემოღების ინიციატორი გახდა ეროვნული პარტია. ამ პოლიტიკამ მოიტანა ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლა, რომელშიც წამყვანი როლი ითამაშეს შავკანიანმა აქტივისტებმა, რომლებიც იყვნენ სტივ ბიკო, დეზმონდ ტუტუ და ნელსონ მანდელა. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბევრი თეთრკანიანი და ფერადკანიანი (შერეული მოსახლეობის შთამომავლები), ასევე ინდოეთიდან ჩამოსული ადამიანების შთამომავალი სამხრეთაფრიკელები. აპარტეიდის კრახში ასევე განსაზღვრული როლი ითამაშა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლამ. შედეგად, პოლიტიკური სისტემის შეცვლა მოხდა შედარებით მშვიდობიანად: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — აფრიკის ერთ-ერთი იმ ცოტა ქვეყანათაგანია, სადაც არასდროს არ განხორციელებულა სახელმწიფო გადატრიალება.

ახალ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ხშირად ეძახიან ცისარტყელას ქვეყანას, ეს ტერმინი მოიფიქრა არქიეპისკოპოსმა დეზმონდ ტუტუმ (და მხარი დაუჭირა ნელსონ მანდელამ), როგორც მეტაფორა ახალი, მრავალკულტურული და მრავალეროვნული ქვეყნისა, რომელიც ამარცხებს აპარტეიდის დროს აღმოცენებულ დაქუცმაცებას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის დროს აფრიკის ეროვნული კონგრესის წევრები თავისი ქვეყნის დასახელებისას იყენებდნენ სიტყვა „აზანიას“, როგორც მათთვის იმ დროს მიუღებელი ქვეყნის ოფიციალური დასახელების ალტერნატივას. სიტყვა „აზანია“, როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასახელება, ასევე გამოიყენებოდა ჩინეთის ოფიციალურ დიპლომატიურ ლექსიკაში იმ დროს, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ტაივანთან (არ აღიარებული ჩინეთის მიერ).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — პირველი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს, მაგრამ საკუთარი ნებით უარს ამბობს ბირთვულ იარაღზე.

More about სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

Basic information
  • Currency რანდი
  • Calling code +27
  • Internet domain .za
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 7.24
Population, Area & Driving side
  • Population 62027503
  • Area 1221037
  • Driving side left

Where can you sleep near სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ?

Booking.com
489.002 visits in total, 9.195 Points of interest, 404 Destinations, 48 visits today.