Context of ანგოლა

ანგოლა (პორტ. Angola), სრული ოფიციალური ფორმა — ანგოლის რესპუბლიკა (პორტ. República de Angola ʁɛˈpublikɐ dɨ ɐ̃ˈɡɔlɐ) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, აღმოსავლეთით — ზამბია და კონგოს რესპუბლიკა (ექსკლავი კაბინდა). დასავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. ანგოლა პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა. გაეროს წევრია 1976 წლის 1 დეკემბრიდან. ქვეყანას თანამედროვე სახელი მისცა მისმა პირველმა პრეზიდენტმა აგოსტინიო ნეტომ. თარგმანში «ანგოლა» ნიშნავს წითელ ვარდს (ნეტო ხაზს უსვავდა ქვეყნის სოციალისტურ ორიენტაციას).

Where can you sleep near ანგოლა ?

Booking.com
487.349 visits in total, 9.186 Points of interest, 404 Destinations, 34 visits today.