კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Context of კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ფრანგ. République Démocratique du Congo, ასევე წოდებული როგორც კონგო-კინშასა, ყოფილი ზაირი) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას, რუანდას, ბურუნდისა და ტანზანიას, სამხრეთით ზამბიასა და ანგოლას (მათ შორის ექსკლავი კაბინდა), დასავლეთით კონგოს რესპუბლიკას. 1960 წლამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ბელგიის კოლონია. 2014 წელს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად. ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი 40 კმ-იანი სიგანის ვიწრო ყელი მდინარე კონგოს გასწვრივ გვინეის ყურეში. სახელწოდება „კონგო“ (ნიშნავს მონადირეს) მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს.
ყოფილმა ბელგიურმა კოლონიამ 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ სახელი კონგო-კინშასა 1971 წელს შეცვალა ზაირზე, რომელიც გაგრძელდა 1997 წლამდე. 1998 წლიდან ქვეყანას უ...დაწვრილებით
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ფრანგ. République Démocratique du Congo, ასევე წოდებული როგორც კონგო-კინშასა, ყოფილი ზაირი) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანს, აღმოსავლეთით უგანდას, რუანდას, ბურუნდისა და ტანზანიას, სამხრეთით ზამბიასა და ანგოლას (მათ შორის ექსკლავი კაბინდა), დასავლეთით კონგოს რესპუბლიკას. 1960 წლამდე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ბელგიის კოლონია. 2014 წელს იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უღარიბესი ქვეყანაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების თანახმად. ქვეყანას აქვს ზღვაზე გასასვლელი 40 კმ-იანი სიგანის ვიწრო ყელი მდინარე კონგოს გასწვრივ გვინეის ყურეში. სახელწოდება „კონგო“ (ნიშნავს მონადირეს) მომდინარეობს კონგოს ეთნიკური მოსახლეობიდან, რომელიც მდინარე კონგოს აუზში სახლობს.
ყოფილმა ბელგიურმა კოლონიამ 1960 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ სახელი კონგო-კინშასა 1971 წელს შეცვალა ზაირზე, რომელიც გაგრძელდა 1997 წლამდე. 1998 წლიდან ქვეყანას უდიდესი გამანადგურებელი ომის გადახდა მოუწია (ხშირად წოდებული როგორც აფრიკის მეორე მსოფლიო ომი), რაც მსოფლიოს ყველაზე მსხვერპლიანი ომი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტერიტორიის ფართობის მიხედვით იგი აფრიკის კონტინენტზე სიდიდით მეორე ქვეყანაა ალჟირის შემდეგ და მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეოთხე ნიგერიის, ეთიოპიის და ეგვიპტის შემდეგ. შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, აფრიკის კავშირში და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების განვითარების თანასაზოგადოებაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.