„დიდი ორმო“ (აფრ. Groot Gat;, ინგლ. Big Hole; ან ინგლ. Kimberley Mine) — დიდი ზომის ღია კარიერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კიმბერლისთან. მიჩნეულია როგორც ხელით გამომუშავებული უდიდესი ჩაღრმავება — ყოფილი ალმასის მაღარო. პირველად აქ ალმასები იპოვეს ქალაქ კოლესბერგთან, ფერმის ტერიტორიაზე. 1871-1914 წლებში 50 000 მაღაროელმა წერაქვითა და ნიჩბებით ღრმა ორმო გათხარეს, რის შედეგადაც გამოვლინდა 2,720 კგ ალმასი. დიდი ორმოს ზედაპირის ფართობი უდრის 17 ჰა-ს, პერიმეტრი 1,6 კმ-ია, ხოლო სიგანე 463 მ. ორმო ამოთხარეს 240 მ სიღრმეზე, შემდეგ ნაწილობრივ ამოავსეს ცარიელი ქანებით 215 მ-მდე. მოგვიანებით კიდევ 40 მ წყალმა დაიკავა, დანარჩენი 175 მ მოჩანს.

გამომუშავების პროცესში ამოღებულ იქნა 22,5 მლნ. ტ. გრუნტი. მინერალის მოპოვება 1866-1914 წლებში მიმდინარეობდა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დასრულებასთან ერთად „დიდი ორმო“ გახდა მომნახველების (კიმბერლისთან ერთად) საინტერესო ადგილი. მიმდინარეობს მცდელობები „...დაწვრილებით

„დიდი ორმო“ (აფრ. Groot Gat;, ინგლ. Big Hole; ან ინგლ. Kimberley Mine) — დიდი ზომის ღია კარიერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კიმბერლისთან. მიჩნეულია როგორც ხელით გამომუშავებული უდიდესი ჩაღრმავება — ყოფილი ალმასის მაღარო. პირველად აქ ალმასები იპოვეს ქალაქ კოლესბერგთან, ფერმის ტერიტორიაზე. 1871-1914 წლებში 50 000 მაღაროელმა წერაქვითა და ნიჩბებით ღრმა ორმო გათხარეს, რის შედეგადაც გამოვლინდა 2,720 კგ ალმასი. დიდი ორმოს ზედაპირის ფართობი უდრის 17 ჰა-ს, პერიმეტრი 1,6 კმ-ია, ხოლო სიგანე 463 მ. ორმო ამოთხარეს 240 მ სიღრმეზე, შემდეგ ნაწილობრივ ამოავსეს ცარიელი ქანებით 215 მ-მდე. მოგვიანებით კიდევ 40 მ წყალმა დაიკავა, დანარჩენი 175 მ მოჩანს.

გამომუშავების პროცესში ამოღებულ იქნა 22,5 მლნ. ტ. გრუნტი. მინერალის მოპოვება 1866-1914 წლებში მიმდინარეობდა. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დასრულებასთან ერთად „დიდი ორმო“ გახდა მომნახველების (კიმბერლისთან ერთად) საინტერესო ადგილი. მიმდინარეობს მცდელობები „დიდი ორმოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.

Photographies by:
South African Tourism from South Africa - CC BY 2.0
Statistics: Position
659
Statistics: Rank
153150

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
863195247Click/tap this sequence: 9283

Google street view

Where can you sleep near დიდი ორმო ?

Booking.com
489.767 visits in total, 9.196 Points of interest, 404 Destinations, 18 visits today.