იოჰანესბურგი

იოჰანესბურგი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოზი, ჯო'ბურგი ან ეგოლი (ინგლ. Johannesburg, აფრ. Johannesburg, თარგი:Lang-ve, თარგი:Lang-zu, კოს. iRhawutini) — მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი სამხრეთ აფრიკაში. იოჰანესბურგი გაუტენგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თავის მხრივ უმდიდრესი პროვინციაა სამხრეთ აფრიკაში, უდიდესი ეკონომიკით სუბსაჰარული აფრიკის აგლომერაციათა შორის. ეს ქალაქი ასევე მსოფლიოს 40 უდიდეს აგლომერაციათა შორისაა, და ასევე მსოფლიოს უდიდესი ქალაქია, რომელიც მდინარეზე, ტბისა თუ ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს.

იოჰანესბურგი არ არის სამხრეთ აფრიკის სამ დედაქალაქთა შორის, თუმცა აქ მდებარეობს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც წყდება ქვეყნის ახალი აპართეიდის შემდგომი კონსტიტუციის ცვლილებები. ქალაქი ოქროთი და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის მსხვილი ცენტრია, მისი ვიტსატერსრანდის მინერალებით მდიდარ ქედებთან სიახლოვის წყალობით. ქალაქს ემსახურება ო. რ. ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორ...დაწვრილებით

იოჰანესბურგი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოზი, ჯო'ბურგი ან ეგოლი (ინგლ. Johannesburg, აფრ. Johannesburg, თარგი:Lang-ve, თარგი:Lang-zu, კოს. iRhawutini) — მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი სამხრეთ აფრიკაში. იოჰანესბურგი გაუტენგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თავის მხრივ უმდიდრესი პროვინციაა სამხრეთ აფრიკაში, უდიდესი ეკონომიკით სუბსაჰარული აფრიკის აგლომერაციათა შორის. ეს ქალაქი ასევე მსოფლიოს 40 უდიდეს აგლომერაციათა შორისაა, და ასევე მსოფლიოს უდიდესი ქალაქია, რომელიც მდინარეზე, ტბისა თუ ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს.

იოჰანესბურგი არ არის სამხრეთ აფრიკის სამ დედაქალაქთა შორის, თუმცა აქ მდებარეობს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც წყდება ქვეყნის ახალი აპართეიდის შემდგომი კონსტიტუციის ცვლილებები. ქალაქი ოქროთი და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის მსხვილი ცენტრია, მისი ვიტსატერსრანდის მინერალებით მდიდარ ქედებთან სიახლოვის წყალობით. ქალაქს ემსახურება ო. რ. ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, უმსხვილესი და ყველაზე დატვირთული აფრიკაში. ბოლო დროს ლანსერიას საერთაშორისო აეროპორტმაც დაიწყო საერთაშორისო რეისების მომსახურება და მეტროპოლისის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

2011 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 957 441 ადამიანს, მუნიციპალური დასახლების მოსახლეობის რაოდენობა 4 434 827 ადამიანს, ხოლო დიდი იოჰანესბურგის მეტროპოლისისა კი — 7 860 781 ადამიანს. უფრო ვრცელი გაგებით იოჰანესბურგის აგლომერაცია მოიცავს ეკურჰულენის, უესტ რანდს, სოუეტოსა და ლენასიას, საერთო მოსახლეობით — 10 267 700 ადამიანი (2007 წელი). ქალაქის ფართობია 334,81 კმ², მუნიციპალური დასახლების ფართობი კი 1644,96 კმ², რომელიც საკმაოდ ვრცელია სხვა ქალაქებთან შედარებით და, ამგვარად, მოსახლეობის სიმჭირდოვე დაბალია.

იოჰანესბურგი მოიცავს სოუეტოს, რომელიც გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანებამდე ცალკე ქალაქი იყო. სახელი „სოუეტო“ აკრონიმია „South-Western Townships“ (სამხრეთ-დასავლეთის დაბები) და წარმოიშვა იოჰანესბურგის განაპირას სპონტანურად გაჩენილი დასახლებებიდან, სადაც ძირითადად ოქროს მადნების მაღაროების ადგილობრივი აფრიკელი მუშები ცხოვრობდნენ. იოჰანესბურგში შემოერთების შემდეგ აპართეიდის რეჟიმმა (1948-1994 წწ) სოუეტო დანარჩენი იოჰანესბურგისგან გამოჰყო, რითაც ის სრულიად შავკანიანთა დასახლება გახადა.

დასახლება ლენასიაც ამაჟამად იოჰანესბურგის ნაწილია და ის აპართეიდის პერიოდიდან ძირითადად წარმომავლობით ინდოელებითაა დასახლებული.

გაუტენგის პროვინცია მასიური ურბანიზაციის გამო სწრაფად იზრდება. გაუტენგის ურბანული ნაწილი, რომელიც ძირითადად იოჰანესბურგს, ეკურჰულენისა და ტშვანეს (დიდი პრეტორია) მოიცავს, პოლიცენტრული აგლომერაცია ხდება და მისი მოსახლეობა 2015 წლისთვის 14,6 მილიონს გადააჭარბებს.

ისტორია

ძველად დღევანდელი იოჰანესბურგის ტერიტორიაზე სახლობდნენ ბუშმენების მონადირეთა და შემგროვებელთა ტომები, რომლებიც მიეკუთვნებიან კაპოიდების რასას. XIII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე დაიწყო ბანტუს ტომის ხალხის შემოჭრა, რასაც მოჰყვა მკვიდრი მოსახლეობის განადგურება. XVIII საუკუნის შუა პერიოდისათვის ბუშმენები საბოლოოდ იქნენ განადგურებულნი.

დაპყრობილი ტერიტორიებზე ბასუტოს ტომის ხალხი აშენებდა პატარა ქალაქებს თიხის სახლებისაგან, ქვის ადმინისტრაციული და რელიგიური ნაგებობებისაგან, დაკავებული იყვნენ მიწადმოქმედებით და მესაქონლეობით, ადნობდნენ რკინას. XIX საუკუნის დასაწყისში ზულუს მეომარმა ტომებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი დურბანის სანაპიროს რაიონში, დაიწყეს მატერიკის სიღრმეში შეჭრა. ამ შეჭრას ხშირად მოსდევდა დამორჩილებული ხალხის ახალგაზრდა ქალების დატყვევება და ყველა დანარჩენი მაცხოვრებლების მთლიანი ამოწყვეტა, რამაც ბასუტოს ტომის ხალხი განადგურების წინაშე დააყენა. არსებული სიტუაცია დაეხმარა ჩრდილოეთით მიმავალ ბურებს გამაგრებულიყვნენ ვიტვატერსრანდის დაბალ მთებში, რადგანაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბურებში ხედავდნენ ერთადერთ ხსნას ზულუს მეომარი ტომებისაგან. ადგილობრივი ტომები მათ აძლევდნენ საკვებს და მეგზურებს, მაგრამ შემდგომში ურთიერთობა ბურებსა და ბასუტოს ხალხს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა, პირველ რიგში პირუტყვის გატაცებისა და მიწის თაობაზე ხშირი კამათის გამო.

ქალაქის ისტორია სათავეს იღებს 1886 წლიდან, როდესაც ავსტრალიელმა ოქროსმაძიებელმა ჯ. ჰარისონმა იპოვა ოქრო ლანგლაჰტეს მამულების ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ოქროსმაძიებლების შემოსევა სამხრეთი აფრიკის ამ რაიონში და მისმა ქაოტურმა განაშენიანებამ აიძულა ქვეყნის ხელისუფლება მიეღო გადაწყვეტილება ქალაქის მშენებლობის შესახებ. მას პირველი არქიტექტორების — იოჰან რისიკის და იოჰან იუბერტის პატივსაცემად დაერქვა თანამედროვე სახელი. XIX საუკუნის ბოლოს იოჰანესბურგი იყო ოქროსმაძიებელთა ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ მეშახტეები დედამიწის ყველა კუთხიდან, ჩინელი მუშები, არაკვალიფიცირებულ სამუშაოზე დასაქმებული შავკანიანები, ებრაელი და სომეხი ვაჭრები, ყველა ფერის მეძავების, განგსტერების, გაღარიბებული ბურების და დურბანის ირგვლივ მდებარე შაქრის ლერწმის პლანტაციებიდან გამოქცეული ინდოელების დიდი რაოდენობა. ყველაფერმა ამან ქალაქს მისცა განუმეორებელი კოლორიტი.

ხელოვნური ყრილების სიმრავლე — ოქროსმაძიებელთა დამუშავებული საბადოების ნაშთები — ქალაქის შემოგარენებს აძლევს უზარმაზარი სამშენებლო მოედნის სახეს. ბევრი ქუჩა დღემდე ინარჩუნებს ადრე აქ მდებარე შახტების დასახელებებს.

 
იოჰანესბურგი, 1896 წელი.

იოჰანესბურგის მზარდმა ეკონომიკურმა მნიშვნელობამ მიიპყრო ბრიტანელების ყურადღება. 1895 წლის ბოლოს კაპის კოლონიის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ (ინგლისელების მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ოკუპირებული) ორგანიზება გაუკეთა პროვოკაციას, ცნობილი როგორც ჯეიმსონის რეიდი (ინგლ. Jameson Raid), რომლის მიზანი იყო ქალაქის ირგვლივ ოქროს საბადოების რაიონის ხელში ჩაგდება. ამ მიზნის ჩაშლის შემდეგ ბურებსა და ინგლისელებს შორის ურთიერთობა მყისიერად დაიძაბა და ბურების მეორე ომის შემდეგ ბურების დამოუკიდებელი რესპუბლიკები დაიპყრო ბრიტანეთის იმპერიამ.

1930-იანი წლებიდან ქალაქში დაიწყო დიდი მშენებლობები, რომელსაც ხელს უწყობდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთო ეკონომიკური ზრდა. 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჰილბროუს პრესტიჟულ რაიონში დაიწყო პირველი აფრიკული ცათამბრჯენების მშენებლობა. 1950-იან და 1960-იანი წლების დასაწყისში შავკანიანი მოსახლეობის საცხოვრებლად ქალაქის სამხრეთ-დასავლეთში აშენდა უზარმაზარი საცხოვრებელი მასივი სოუეტო. ახალმა ავტოსტრადებმა იოჰანესბურგის ჩრდილოეთში ხელი შეუწყო ქალაქის შემოგარენის მასობრივ განაშენიანებას. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში უზარმაზარმა საოფისე გუმბათებმა, როგორიცაა კარლტონ-ცენტრი, ჩამოაყალიბეს ცენტრალური საქმიანი რაიონის ჰორიზონტი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვესგან განსხვავებით, თეთრკანიანი უმცირესობის აპარტეიდული რეჟიმის დამხობამ არ მოიტანა მთლიანი ეკონომიკური და სოციალური კატასტროფა, მიუხედავად ამისა, როგორც მთელი ქვეყანა, იოჰანესბურგმა გადაიტანა ეკონომიკური ვარდნა და დამნაშავეობის და ანტისანიტარიის მკვეთრი ზრდა. ქალაქის ცენტრალური საქმიანი რაიონი ფაქტობრივად მიტოვებული იქნა თეთრკანიანთა მიერ, მრავალრიცხოვან ცათამბრჯენებში დასახლდნენ უსახლკარონი, დამნაშავეები და ნარკომანები. ჰილბროუს რაიონი, რომელიც გაშენებულია პრესტიჟული მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით, დაემსგავსა მოგადიშოს ან ჰარარეს. ნაწილობრივ ეს სიტუაცია შენარჩუნებულია დღემდე, თუმცა ხელისუფლება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სიტუაციის გამოსასწორებლად. ქალაქის ეკონომიკური აქტივობის ფოკუსი გადაიხარა ჩრდილოეთისაკენ, თეთრკანიანი მოსახლეობით დასახლებულ სენდტონის რაიონში.

2010 წელს ქალაქის ორ სტადიონზე (სოკერ სიტი და ელის პარკი) გაიმართა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები.

Photographies by:
Statistics: Position
2244
Statistics: Rank
55134

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
368294175Click/tap this sequence: 8112

Google street view

Where can you sleep near იოჰანესბურგი ?

Booking.com
487.420 visits in total, 9.187 Points of interest, 404 Destinations, 46 visits today.