Context of ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (830 1 კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ...დაწვრილებით

ნიუ-იორკი (ინგლ. New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში. 8-მილიონიანი (830 1 კმ²-ზე) ნიუ-იორკი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი რომ ამავე სახელწოდების შტატისგან განასხვაონ, მას ნიუ-იორკ-სიტის უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია „დიდი ვაშლი“ (ინგლ. Big Apple).

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ქალაქი გამოირჩევა მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

ქალაქი შედგება ხუთი რაიონისგან (ძვ. სტილით – საგრაფოსგან): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა, ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს უტოლდება.

ნიუ-იორკში ყოველწლიურად უამრავი იმიგრანტი ჩამოდის როგორც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისე აშშ-დან. ისინი ამ ქალაქის კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ამჟამად ნიუ-იორკში კრიმინალის ყველაზე დაბალი დონეა სხვა დიდ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით.

Where can you sleep near ნიუ-იორკი ?

Booking.com
8.712.190 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 9.688 visits today.