ანტიგუა და ბარბუდა

Context of ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda) — კუნძულოვანი სუვერენული სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, მდებარეობს კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის, ქარპირა კუნძულების ცენტრში. ქვეყანა კუნძულებზე განლაგებული არქიპელაგია, მათ შორის უდიდესი კუნძულებია: ანტიგუა და ბარბუდა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 95,900 ადამიანს შეადგენს და მათი 97% კუნძულ ანტიგუაზე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პორტია სენტ-ჯონზი, რომელიც ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო კუნძულ ბარბუდას უდიდესი ქალაქია კონდრინგტონი. ანტიგუა და ბარბუდა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მეთაურია მეფე ჩარლზ III.

კუნძული ანტიგუა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1632 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუის, ხოლო 1678 წელს ბარბუდის კოლონიზაცია მოახდინა. 1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას შეუერთდა, რომლის დაშლის შემდეგაც, 1967 წელს ვესტ-ინდოეთის ასოცირებული ქვეყნების წევრი გახდა. 1981 წლის 1 ნოემბერს ანტიგუა და ბ...დაწვრილებით

ანტიგუა და ბარბუდა (ინგლ. Antigua and Barbuda) — კუნძულოვანი სუვერენული სახელმწიფო ვესტ-ინდოეთში, მდებარეობს კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის, ქარპირა კუნძულების ცენტრში. ქვეყანა კუნძულებზე განლაგებული არქიპელაგია, მათ შორის უდიდესი კუნძულებია: ანტიგუა და ბარბუდა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 95,900 ადამიანს შეადგენს და მათი 97% კუნძულ ანტიგუაზე ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და პორტია სენტ-ჯონზი, რომელიც ანტიგუაზე მდებარეობს, ხოლო კუნძულ ბარბუდას უდიდესი ქალაქია კონდრინგტონი. ანტიგუა და ბარბუდა არის ერთა თანამეგობრობისა და ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი. ქვეყნის მეთაურია მეფე ჩარლზ III.

კუნძული ანტიგუა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. 1632 წელს გაერთიანებულმა სამეფომ ანტიგუის, ხოლო 1678 წელს ბარბუდის კოლონიზაცია მოახდინა. 1958 წელს ანტიგუა და ბარბუდა ვესტ-ინდოეთის ფედერაციას შეუერთდა, რომლის დაშლის შემდეგაც, 1967 წელს ვესტ-ინდოეთის ასოცირებული ქვეყნების წევრი გახდა. 1981 წლის 1 ნოემბერს ანტიგუა და ბარბუდა გაერთიანებული სამეფოს მმართველობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

2017 წლის სექტემბერში ბარბუდას თავს დაატყდა ქარიშხალი „ირმა“, რომელმაც კუნძულის შენობებისა და ინფრასტრუქტურის 95% ძლიერ დააზიანა ან დაანგრია, რის შემდეგაც მისი ყველა მცხოვრების ანტიგუაზე ევაკუირება მოხდა.

1 things to do in ანტიგუა და ბარბუდა

Where can you sleep near ანტიგუა და ბარბუდა ?

Booking.com
8.813.933 visits in total, 407.503 Points of interest, 405 Destinations, 5.491 visits today.